“საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის №11/3 ბრძანება

 


საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის გაძლიერების, 2012–2016 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთა მოწმობებისა და 2008–2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთა მოწმობების (შემდგომ – საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობა), საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვების – ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათების (შემდგომ – საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვი) გაცემის კონტროლის, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის პირების, აგრეთვე იმ თანამდებობის პირების, რომელთა დანიშვნაზედაც საქართველოს პარლამენტმა მისცა თანხმობა, უცხოეთის ოფიციალური დელეგაციების, საქართველოს პარლამენტის სტუმრების, საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების საქართველოს პარლამენტის სასახლესა და პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლის, პლენარულ სხდომებზე დასწრების, ასევე სხდომის მომსახურების უფლების მქონე პირთა განსაზღვრის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის „ლ“, „წ“ და „ჰ5“ ქვეპუნქტებისა და 291-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად: 

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვების ნიმუშები №2 დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს პარლამენტის წევრთა მოწმობებისა და საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვების დამზადება უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტმა.

3. საქართველოს პარლამენტის წევრთა მოწმობებისა და საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვების გაცემა უზრუნველყოს:

ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტმა – №1 დანართის, №2 დანართის (გარდა მე-5–მე-11 პუნქტებისა) და №8 დანართის შესაბამისად;

ბ) საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა – №2 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

გ) საქართველოს პარლამენტის საშვთა ბიურომ – №2 დანართის მე-6–მე-11 პუნქტების შესაბამისად.

4. საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობის ან საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის დაკარგვისას დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტს. საკადრო საკითხთა დეპარტამენტმა უზრუნველყოს დაკარგული მოწმობის/საშვის მოქმედების შეჩერება. საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობის ან №2 დანართის პირველი−მე-5 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის დამკარგავმა პირმა საკადრო საკითხთა დეპარტამენტში წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის მიერ გაცემული სათანადო ცნობა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში №2 დანართის მე-6−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის ქალაქ ქუთაისში (ირაკლი აბაშიძის გამზირი, 26) მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაკარგვისას ეცნობოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომ − დაცვის სამსახური) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის  IV (რეგიონალურ) სამმართველოს, ხოლო ქალაქ თბილისში (რუსთაველის გამზირი, 8) მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეში საშვის დაკარგვისას − დაცვის სამსახურის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს, რომლებიც აღნიშნული ფაქტის თაობაზე ადგენენ ოქმს.

5. საქართველოს პარლამენტის ქალაქ ქუთაისში მდებარე სასახლეში (C კორპუსი – სასახლის ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა; B კორპუსი – სასახლის ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების აპარატები; A კორპუსი – სასახლის ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია პარლამენტის აპარატის დეპარტამენტები) და საქართველოს პარლამენტის ქალაქ თბილისში მდებარე სასახლეში (C კორპუსი – სასახლის ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი და პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი; B კორპუსი – სასახლის ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია რუსთაველის სახელობის დარბაზი; A კორპუსი – სასახლის ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია თამარ მეფის სახელობის დარბაზი) შემოსვლა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობის/შესაბამისი საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის წარდგენის და სპეციალური ტექნიკური მეტალოდეტექტორით შემოწმების შემდეგ. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გადაადგილება განხორციელდეს იმავე მოწმობის/საშვის მეშვეობით.

6. 2012–2016 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 26 დეკემბრის №20/2 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობით, №1 დანართის შესაბამისად.

7. 2008–2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოვიდნენ „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2008 წლის 4 ივლისის №7/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობით, №8 დანართის შესაბამისად.

8. საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების აპარატებისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების თანამშრომლები საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოვიდნენ №2 დანართის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვებით.

9. საქართველოს მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის პირები, აგრეთვე ის თანამდებობის პირები, რომელთა დანიშვნაზედაც საქართველოს პარლამენტმა მისცა თანხმობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული, მთავარი საჯარო თანამდებობის რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეები, რომლებიც არ არიან საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეები, №6 დანართის მე-4–მე-19 და 21-ე პუნქტებითა და №7 დანართის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა პირები საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოვიდნენ №2 დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვით. 

10. საქართველოს პარლამენტის სასახლეში განთავსებული ორგანიზაციების თანამშრომლები საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოვიდნენ №2 დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვით.

11. საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოვიდნენ №2 დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვით.

12. მრავალჯერადი გამოყენების საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვი და საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობა გაიცემა მხოლოდ ამ ბრძანების მე-6–მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.

13. აიკრძალოს საქართველოს პარლამენტის წევრებისა და სხვა თანამდებობის პირების თანმხლებ პირთა საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლა ან სასახლის სხვა კორპუსში გადაადგილება შესაბამისი საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის გარეშე.

14. საქართველოს პარლამენტის ქალაქ ქუთაისში მდებარე სასახლეში №1, №2 და №5 საგუშაგოებიდან შემოსვლის უფლება მიეცეთ №7 დანართით გათვალისწინებულ პირებს. იმავე დანართის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, 2008–2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს უფლება აქვთ, სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდნენ №1 და №2 საგუშაგოებამდე, დგომის უფლებით, ხოლო მე-5–23-ე პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდნენ №1 და №2 საგუშაგოებამდე, დგომის უფლების გარეშე.

141. საქართველოს პარლამენტის ქალაქ თბილისში მდებარე სასახლეში №1       (9 აპრილის ქუჩა) და №2 (ჭიჭინაძის ქუჩა) საგუშაგოებიდან შემოსვლის უფლება მიეცეთ №71 და №72 დანართებით გათვალისწინებულ პირებს.

15. საქართველოს პარლამენტის ქალაქ ქუთაისში მდებარე სასახლეში №4 და №7 საგუშაგოებიდან სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და ავტომანქანით დგომის უფლება მიეცეთ №9 დანართით გათვალისწინებულ პირებს. ამ მოთხოვნის შესრულება უზრუნველყოს დაცვის სამსახურის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის IV (რეგიონალურმა) სამმართველომ.

151. საქართველოს პარლამენტის ქალაქ თბილისში მდებარე სასახლეში №1       (9 აპრილის ქუჩა) და №2 (ჭიჭინაძის ქუჩა) საგუშაგოებიდან ავტომანქანებით შესვლის უფლება მიეცეთ №91 და №92 დანართებით გათვალისწინებულ პირებს. №9დანართის პირველი–მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს შესვლის უფლება აქვთ ავტომანქანის დგომის უფლებით, ხოლო მე-15−მე-19 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს − ავტომანქანის დგომის უფლების გარეშე. ამ მოთხოვნის შესრულება უზრუნველყოს დაცვის სამსახურის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველომ.

16. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 291-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აიკრძალოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით პირთა შემოსვლა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრებისა. დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების შემოტანის აღკვეთა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში გააფორმოს სათანადო აქტი და რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს.

17. საქართველოს პარლამენტის ქალაქ ქუთაისში მდებარე სასახლის A, B და C კორპუსების სტუმრებისათვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის დაშვების უფლება მიეცეთ №3 დანართით გათვალისწინებულ პირებს.

171. საქართველოს პარლამენტის ქალაქ თბილისში მდებარე სასახლის A, B, C და AB კორპუსების სტუმრებისათვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის დაშვების უფლება მიეცეთ №31 დანართით გათვალისწინებულ პირებს.

18. საქართველოს პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტმა წერილობით აცნობოს დაცვის სამსახურს №3 და №31 დანართებით გათვალისწინებული საშვის დაშვების უფლების მქონე პირების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

181. დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის დაშვების უფლების მქონე პირთათვის შესაბამისი კოდების მინიჭება და საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვების დაშვების სისტემის გამართული მუშაობა.

19. აიკრძალოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის დაშვება მობილური სატელეფონო კავშირის ან საქართველოს პარლამენტის საშვთა ბიუროს კომპიუტერულ პროგრამაში არარეგისტრირებული ნომრის მეშვეობით. ამასთანავე, ქალაქ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის დაშვება განხორციელდეს ქალაქ ქუთაისში საშვთა ბიუროს კომპიუტერულ პროგრამაში რეგისტრირებული ნომრის მეშვეობით, ხოლო ქალაქ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეში − ქალაქ თბილისში საშვთა ბიუროს კომპიუტერულ პროგრამაში რეგისტრირებული ნომრის მეშვეობით.

20. საქართველოს პარლამენტის სასახლეში №2 დანართის მე-6–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვებით შემოსვლა განხორციელდეს პასპორტის ან საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო სხვა დოკუმენტის წარდგენისას ან პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უქონლობისას – მხოლოდ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვის დამშვები პირის თანხლებით.

21. დაწესდეს საქართველოს პარლამენტის საშვთა ბიუროს მუშაობის შემდეგი გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 900 საათიდან 2200 საათამდე, შაბათს – 900 საათიდან 2000 საათამდე, ხოლო კვირას – 900 საათიდან 1700 საათამდე.

22. აიკრძალოს 2400 საათის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სასახლეში №2 დანართის მე-6–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვებით შემოსულ სტუმართა სასახლეში დარჩენა.

23. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე დასწრების უფლება მიეცეთ:

ა) №6 დანართით გათვალისწინებულ პირებს, რომელთათვისაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში განკუთვნილია სპეციალური ადგილები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ბ) №4 დანართით გათვალისწინებულ საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც ახორციელებენ სხდომის მომსახურებას და პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს.

24. საქართველოს პარლამენტისპლენარულსხდომათა დარბაზშიშესვლისუფლებამიეცეთ №5 დანართით გათვალისწინებულსაქართველოსპარლამენტის აპარატისსაჯარომოსამსახურეებს.

25. სახელმწიფო დაწესებულებებიდანსაქართველოსპარლამენტის პლენარულსხდომაზესაკითხების განხილვაზედასწრებისმსურველიმპირთადაშვებისსაკითხს, რომლებიცგათვალისწინებულიარარიან №6 დანართით, წყვეტსსაქართველოსპარლამენტის აპარატისსაორგანიზაციოდეპარტამენტის  უფროსი. მათზეგაიცემა №2 დანართის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოსპარლამენტისსასახლეში შემოსასვლელისაშვები.

26. პარლამენტის სტუმრების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლისა და სხდომაზე დასწრების საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისადაინფორმაციის დეპარტამენტი სუფროსი საქართველოს პარლამენტისაპარატის უფროსთან შეთანხმებით, რის შესახებაც წერილობით ეცნობება დაცვის სამსახურს. მათზ ეგაიცემა №2 დანართის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსასვლელი საშვები.

27. პარლამენტის ოფიციალური და საპატიო სტუმრების საქართველოს პარლამენტის სასახლესა და პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლისა და სხდომაზე დასწრების საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან შეთანხმებით, რის შესახებაც წერილობით ეცნობება დაცვის სამსახურს.

28. საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერების მიზნით საქართველოს პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელმა პირებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ყოველდღიურად დაათვალიერონ საქართველოს პარლამენტის სასახლე (2400 საათის შემდეგ), დარღვევის ფაქტის გამოვლენისას მისცენ მას სათანადო მსვლელობა და ოპერატიულად აცნობონ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.

281. საქართველოს პარლამენტის აპარატს უფლება აქვს, ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის იდენტიფიცირებისათვის საჭირო პერსონალური მონაცემები.

29. საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე   ავტომანქანის დგომა დასაშვებია მხოლოდ ავტოსადგომებზე, სპეციალური საშვით, რომელსაც გასცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი დაცვის სამსახურთან შეთანხმებით.

30. ბრძანების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

31. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორია ზეუსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 აგვისტოს №82/3 ბრძანება.

32. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2013 წლის 25 თებერვალს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან.

33. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).  

    დავით უსუფაშვილი

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები