საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

27 ნოემბერი 2017

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 215-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველად ასარჩევად, საპარლამენტო უმრავლესობამ, ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. 

კანდიდატურის ინიცირებას ხელს უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი აწერს.