საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეხვედრა „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ დელეგაციის წევრებთან

27 თებერვალი 2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეხვედრა „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ დელეგაციის წევრებთან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ოთარ დანელიასთან და კახა კუჭავასთან ერთად „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობასა და აშშ-სა და ისრაელთან საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, განიხილეს ინსტიტუციური რეფორმები მმართველობის, ეკონომიკის, თავდაცვის და მართლმსაჯულების სფეროებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მათ შორის, ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს.

„საქართველოს წარმატება არის ჩვენი წარმატებაც. თქვენ მარტო არ ხართ, თქვენს ქვეყანას აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა”, - განაცხადა „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ დელეგაციამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

„ამერიკელ ებრაელთა კომიტეტი“ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელსაც სტრატეგიული კავშირები აქვს მთელ მსოფლიოში.

გალერეა

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ დელეგაციას შეხვდნენ, 2018 წლის 27 თებერვალი