საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს

07 იანვარი 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის წევრებმა თენგიზ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის სოფელ ზარდიაანთაკარის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს.

პარლამენტის წევრებმა ქართულ და ოსურ ოჯახებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და მათ დახმარება აღუთქვეს. პარლამენტის წევრებმა სოფელ ზარდიაანთაკარში მდებარე ქართული საგუშაგოების ჯარისკაცებიც მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

„საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში მივულოცეთ შობა და ახალი წელი მოსახლეობას, იმ ბიჭებს, რომლებიც პოსტზე დგანან ვაჟკაცურად. არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს. რიგი საკითხებისა მოგვარებულია, სოფელში გაზიც შემოყვანილია, მაგრამ მთავარი თემა მაინც, რასაკვირველია, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმეა. ამ სიმძიმის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველას ვულოცავ, ამ სოფელსაც, ქართლსაც და საქართველოსაც შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება ხელისუფლების მხრიდან.

„დღეს შობა მივულოცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან. აქ ერთ მხარეს ჩვენი საგუშაგოა, მეორე მხარეს კი, რამდენიმე ათეულ მეტრში არის საგუშაგო, რომელიც ფაქტიურად ეკუთვნის სხვა ქვეყნის, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს. აქვე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება მძიმეა. ჩვენ ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ყოფა საშობაო-საახალწლო ნობათით, თუმცა როგორც ვხვდებით, ყურადღება უფრო უმსუბუქებს მათ ამ სიმძიმეს. ყურადღება ამ ადამიანებს არასდროს უნდა მოაკლდეთ იმიტომ, რომ ესენი არიან გმირი ადამიანები ისევე, როგორც ის ჯარისკაცები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იცავენ. შობას ვულოცავ მათ და ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას, ამ სიმძიმის მოხსნას, რომელიც ქართველი ერის და ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მოსახლე ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოფა, ყოველდღიური პრობლემები. ვულოცავ მთლიანად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - გნაცხადა გუბერნატორმა.

გალერეა

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს