უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა

27 ნოემბერი 2017
უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე, დეპუტატებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო იმ უმძიმეს ტრაგედიას, რომელიც ბათუმში დატრიალდა. დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. მინდა ჩემი და თითოეული თქვენგანის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს მათ ახლობლებს. მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს და დაზარალებულებს. ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს მათი შრომისთვის, რომ მოხერხდა უფრო მეტი ზიანის და მსხვერპლის თავიდან აცილება“, - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებზე ისაუბრა. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით თუმცა, რეალურად 4,9% შეადგინა. წარმოდგენილ დოკუმენტში ცვლილებების თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,5%-ით თუმცა, გიორგი კაკაურიძე იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო ფაქტიური მაჩვენებელი წლის ბოლომდე 5%-ს მიაღწევს. მისივე თქმით ზუსტდება მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, რომელიც 37,5 მლრდ. ლარით განისაზღვრა. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი იზრდება 200.0 მლნ ლარით და განახლებული პროგნოზი 9 740.0 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის პროგნოზი იზრდება 160.0 მლნ ლარით და შეადგენს 8 980.0 მლნ ლარს.

რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლის სხვა წყაროებს, როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, გადასახადებში იზრდება ზოგიერთი სახე, მათ შორის დამატებითი ღირებულების და მოგების გადასახადი, ხოლო აქციზი და იმპორტის გადასახადი კი შემცირებულია. მისივე თქმით, არ იცვლება სხვა შემოსავლების გეგმა და რჩება კვლავ ანალოგიური მაჩვენებელი.

წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები იზრდება 46.7 მლნ ლარით და განისაზღვრება 331.2 მლნ ლარით. არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა არ იცვლება და რჩება იგივე მოცულობით რაც დაგეგმილი იყო დამტკიცებულ ბიუჯეტში.

რაც შეეხება ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელს, მისაღები სახსრების გეგმა შემცირებულია 176.7 მლნ ლარით რაც საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ კრედიტებს უკავშირდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილს ასიგნებები იზრდება 305.0 მლნ ლარით და 11 720.5 მლნ ლარით განისაზღვრება. ეს კი, მომხსენებლის განმარტებით, 2018 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებს უკავშირდება.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებული ასიგნება გაზრდილია 8.2 მლნ. ლარით და შეადგინა 1 007.2 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 1 019.9 მლნ ლარი, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 250.9 მლნ ლარით;

დოკუმენტის თანახმად, ვალდებულებების კლება შეადგენს 526.2 მლნ ლარს, საიდანაც 431.0 მლნ. ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 95.2 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.

მომხსენებლის ინფორმაციით, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით დამატებითი ასიგნებები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 476.5 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია ჯამში 106.0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება: ბიზნეს-სახლის მშენებლობა; ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა; მთის კურორტების ინფრასტრუქტურა (ბაკურიანი); 
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 323.0 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია ჯამში 65.0 მლნ ლარით, მათ შორის: სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35.0 მლნ ლარი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირდეს აღნიშნული თანხა და მიიმართოს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35 მლნ ლარი.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 30 მლნ ლარით, მათ შორის: წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის დამატებით გათვალისწინებულია 16.0 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების პროექტის თანადაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 9.0 მლნ ლარი; საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 5.0 მლნ ლარი; 
  • ენერგეტიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 197.3 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 65.0 მლნ ლარით, მათ შორის: გაზიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 50.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში და შესაძლებელი იქნება მომდევნო წელს გათვალისწინებული 30.0 მლნ ლარის შემცირება და მისი მიმართვა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; 2018 წელს დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების (რომლებსაც ახორციელებენ სახელმწიფო კომპანიები) თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 15.0 მლნ ლარი და აღნიშნული თანხა შემცირდება 2018 წლის ბიუჯეტში; 
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნება დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 15.0 მლნ ლარით, რაც დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 5.0 მლნ ლარით. 
  • „დამატებითი თანხის გამოყოფა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად სამინისტრო აფინანსებს უცხო ქვეყნებში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს და ამ მიზნით მიიმართა ბიუჯეტის დაგეგმვისას პროგნოზირებულთან შედარებით მეტი თანხა. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანში მიზანშეწონილია წინსწრებით მოხდეს საელჩოს შენობის იჯარის ქირის დაფარვა, რაც საშუალებას იძლევა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები (რიგ ქვეყნებში არსებული მოლაპარაკებების შესაბამისად, წინსწრებით გადახდის შემთხვევაში იჯარის ფასი მცირდება)“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება 4.0 მლნ ლარით იზრდება. 
  • საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10.0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის, თუმცა, მშენებლობა დასრულებული არ არის ამიტომ ამ თანხის ათვისება წელს ვერ ესწრება. 

მომხსენებლის ინფორმაციით, საშინაო სესხების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 9.9 მლნ ლარით მცირდება. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეკონომია საპროცენტო განაკვეთების შემცირებიდან გამომდინარე წარმოიქმნა.

ჯამში წარმოდგენილი ცვლილებები ნაერთი ბიუჯეტისთვის ითვალისწინებს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას.

„2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ბიუჯეტის (მოდიფიცირებული) დეფიციტის 3.7%-იან მაჩვენებელზე, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებების შემდგომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შემცირდება მშპ-ს 3.4%-მდე, თუმცა ფაქტიური შესრულების მიხედვით შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებელს მივაღწიოთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სხდომის ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატები ბიუჯეტთან დაკავშირებულ კრიტიკულ შეკითხვებს სვამდნენ რომლებიც ძირითადად, პენსიონრებისთვის პენსიების და დევნილებისთვის შემწეობის თანხის გაზრდას, დევნილი მოსახლეობის ბინებით უზრუნველყოფას და ლარის გაუფასურების საკითხებს შეეხებოდა.

გალერეა

  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი
  • უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 27 ნოემბერი