არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) სხდომა გახსნა

18 მაისი 2017
არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) სხდომა გახსნა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) რიგით მე-19 სხდომა გახსნა.

კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად გაერთიანების ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში ტარდება, წელს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა უმასპინძლა.

კონფერენციის მთავარი თემები იყო: სამართალდამცავი სექტორის ზედამხედველობა, ცნობიერების ამაღლება, ინტერნეტ სივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები და სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა.

არჩილ თალაკვაძემ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა:

„მოხარული ვარ, მივესალმო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტებს. თქვენს მხარდაჭერას საქართველო სათანადოდ აფასებს.

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ყოველდღიურად 250 მილიარდი ელექტრონული წერილი იგზავნება, სადაც 4 მილიონი საათის ხანგრძლივობის ვიზუალური მასალა იტვირთება youtube-ზე და მილიარდობით პოსტი იდება Facebook-ზე. ყოველდღიურად, ჩვენ ვუკავშირდებით ინტერნეტით სხვადასხვა სისტემებს, ვცვლით მონაცემებს საქმიანი, გასართობი თუ საინფორმაციო მიზნებისთვის. ამ რეალობაში პერსონალური მონაცემების დაცვის ძლიერი ინსტიტუტების როლი განუზომლად დიდია, რათა ჩვენი პირადი სივრცე იყოს დაცული.

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, წარმატებული საჯარო ინსტიტუტია. თამარ ქალდანმა, შესანიშნავ გუნდთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით დასახული რეფორმების განხორციელებაში. ეს ინსტიტუტი აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ ინსპექტირებაა - მათ შეცვალეს გარემო თანამშრომლობით, განათლებით და კონსულტაციებით საჯარო უწყებებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ გამოსვლის სრული ტექსტი

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) სხდომა გახსნა, 2017 წლის 17 მაისი