ცვლილებები პარლამენტის სასწავლო ცენტრის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში

09 აგვისტო 2019
ცვლილებები პარლამენტის სასწავლო ცენტრის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში

პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წელს პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმომადგენლობითი ფუნქციის უკეთ განხორციელებისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობისთვის, შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის სტრატეგია (2019-2024) და სამოქმედო გეგმა (2019-2020), რომელიც ყოველწლიურად საჭიროებს შესრულების მონიტორინგსა და განახლებას. 

საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის მიზნით, 2019 წლის 5-6 აგვისტოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა დეტალურად განიხილა სასწავლო ცენტრის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, იმსჯელა ცენტრის მისიის, სტრატეგიული მიზნების, შიდა ტრენერების და სასწავლო პროგრამების განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რის შედეგადაც შემუშავდა ცვლილებების საბოლოო დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ტრენერთა თვითშეფასების ინსტრუმენტი გააცნო, რომლის დანერგვაც ხელს შეუწყობს ტრენერების განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. თავის მხრივ, პარლამენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ გააკეთეს პრეზენტაციები.

ორდღიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, პარლამენტის სასწავლო ცენტრის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ბრიტანეთის მთავრობის UK Aid -ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

გალერეა

  • ცვლილებები პარლამენტის სასწავლო ცენტრის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, 2019 წლის 9 აგვისტო