გივი მიქანაძე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

04 დეკემბერი 2018
გივი მიქანაძე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ქალაქ ჟენევაში 3-5 დეკემბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის ეგიდით მიმდინარე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაში - „პარლამენტები, ტექნოლოგია და ინოვაცია“ მონაწილეობს.

გივი მიქანაძე კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით - „საქართველოს პარლამენტის მიღწევები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში“ წარდგა და ღია მმართველობის კუთხით საქართველოს პარლამენტში განხორციელებული და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები გააცნო.

გამოსვლის დასასრულს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა კონფერენციის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კონფერენციაში მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტების 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

გალერეა

  • გივი მიქანაძე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა, 2018 წლის 4 დეკემბერი