გივი მიქანაძე: „პარლამენტის თბილისის სასახლე წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

09 აგვისტო 2018
გივი მიქანაძე: „პარლამენტის თბილისის სასახლე წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

„სარეაბილიტაციო სამუშაოები რიგ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თბილისის სასახლეში მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ პროექტს, რომელიც პრიორიტეტულია ჩვენთვის. საკითხი ეხება თბილისში, პარლამენტის შენობის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ ასეთი გეგმა გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ეს შენობა იქნება საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისი განცხადებით, ამ კუთხით სატენდერო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული პროექტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა ტენდერი და უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები პარლამენტის თბილისის შენობაში.