გივი მიქანაძემ და სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსახორციელებელი საკითხები განიხილეს

30 აგვისტო 2019
გივი მიქანაძემ და სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსახორციელებელი საკითხები განიხილეს

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსს, სამორა და კოსტა ცესარ ფერეირას შეხვდა.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების სტრუქტურასა და საქმიანობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებს.

„სტუმარს დეტალურად გავაცანი პარლამენტის აპარატის სტრუქტურა, მიმდინარე საქმიანობა, რეფორმები და ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც ღია მმართველობის პარლამენტთან არის დაკავშირებული. ვისაუბრეთ, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემაზე, სასწავლო ცენტრის კომპონენტზე და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ბევრი ისეთი მიმართულებაა განვითარებული, რომელიც ახლა დანერგვის ან განხორციელების ან დაგეგმვის სტადიაზეა მათ პარლამენტში და ამ მხრივ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება.

„მისი მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ პორტუგალიის პარლამენტთან უკვე მიმდინარე თანამშრომლობის მსგავსად, საქართველოს პარლამენტის აპარატთანაც განისაზღვროს აქტივობათა სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ორი პარლამენტის აპარატის თანამშრომლობას. ჩვენ მათ მიერ ოფიციალურად გადმოგზავნილ წინადადებებს შევისწავლით და სავარაუდოდ, ბელგრადში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) ფარგლებში დაგეგმილ აპარატის უფროსების შეხვედრაზე საბოლოოდ შევთანხმდებით რა აქტივობებს განვახორციელებთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გალერეა

  • გივი მიქანაძემ და სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსახორციელებელი საკითხები განიხილეს, 2019 წლის 30 აგვისტო
  • გივი მიქანაძემ და სან-ტომეს და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განსახორციელებელი საკითხები განიხილეს, 2019 წლის 30 აგვისტო