იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, შალვა შავგულიძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

29 იანვარი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, შალვა შავგულიძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

იურდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი შალვა შავგულიძე პარლამენტის აპარატის იმ სტაჟიორებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირებას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის დეკემბრიდან გადიან.
დეპუტატმა სტაჟიორებს იურდიული კომიტეტის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და კანონპროექტის განხილვა-მიღების ეტაპები გააცნო. 

შეხვედრის დროს, ყურადღება სამართლის სფეროში არსებულ კანონებსა და ინსტიტუტებზე გამახვილდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგიასა და მსჯავრდებულთა ხმის მიცემის უფლებაზე.

შალვა შავგულიძემ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იგი კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის, მართლმსაჯულებაზე საზოგადოებრივი კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

დეპუტატმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი სასამართლოს დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს, მოსამართლეებს შესაძლო ზეწოლისგან გაათავისუფლებს და საზოგადოებას უსამართლობის განცდას აღარ დაუტოვებს. 

დეპუტატმა შეხვედრის ბოლოს სტაჟიორების კითხვებს უპასუხა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ,,მოხარული ვიქნები, თუ დაესწრებით იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე თუ რაიმე ტიპის ინფორმაციის მიღება ან დახმარება დაგჭირდათ, მზად ვარ ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს, 2015 წელს საქართველოს პარლამენტს კონკურის გზით შეჩეული 24 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც 6 თვის განმავლობში პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან და როგორც კომიტეტების, ისე დეპარტამენტების ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.

სტაჟირების პროცესი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებთან, მათ მოადგილეებთან თუ პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპატამენტი უზრუნველყოფს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, შალვა შავგულიძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2015 წლის 29 იანვარი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, შალვა შავგულიძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2015 წლის 29 იანვარი