ნიკოლოზ ნათენაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

17 ივლისი 2017
ნიკოლოზ ნათენაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულ დირექტორს, ფელიქს ჰეტს შეხვდა. 

შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სამართლებრივი აპროქსიმაციის შესახებ პარლამენტის აპარატის ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებს მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდებათ. იგეგმება საინფორმაციო-განმარტებითი ბუკლეტის გამოცემაც. 

შეხვედრას ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე და ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე - ეკატერინე ქარდავა ესწრებოდნენ.

გალერეა

  • ნიკოლოზ ნათენაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა, 2017 წლის 17 ივლისი
  • ნიკოლოზ ნათენაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა, 2017 წლის 17 ივლისი