ნიკოლოზ ნათენაძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის გენერალურ დირექტორს შეხვდა

13 ნოემბერი 2017
ნიკოლოზ ნათენაძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ, ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის (პარლამენტის) გენერალურ დირექტორს, ალბერტ სახაროვიჩს შეხვდა. 

კოლეგებმა ორი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის ქნესეთს განსაკუთრებული როლი ეკისრება. 

შეხვედრაზე მხარეებმა ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ისრაელის სახელმწიფოში წარმატებული ვიზიტის შესახებ ისაუბრეს, რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა. 

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების და გაცვლითი ვიზიტების პარალელურად, მჭიდროდ ითანამშრომლონ აპარატის თანამშრომლებმაც. ნიკოლოზ ნათენაძისა და ალბერტ სახაროვიჩის შეფასებით, ისრაელის ქნესეთის გენერალური დირექტორის ვიზიტი საქართველოში ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

ნიკოლოზ ნათენაძემ ისრაელის დელეგაციას საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო: „სტუმრებს ამ მიმართულებით საინტერესო გამოცდილება აქვთ, რაზეც დღეს პრეზენტაციას წარმოგვიდგენენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

ალბერტ სახაროვიჩმა ნიკოლოზ ნათენაძეს ქნესეთში განხორციელებული „მწვანე პარლამენტის“ და საპარლამენტო სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის პროექტებიც გააცნო. 

დელეგაციის წევრებმა საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლე დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ქნესეთის გენერალური დირექტორი და აპარატის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავენ ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფთან და საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.

გალერეა

  • ნიკოლოზ ნათენაძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის გენერალურ დირექტორს შეხვდა, 2017 წლის 13 ნოემბერი