პარლამენტის აპარატის თანამშრომლები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალ რეგულაციებს გაეცნენ

07 ნოემბერი 2017
პარლამენტის აპარატის თანამშრომლები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალ რეგულაციებს გაეცნენ

პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ორგანიზებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის მიმართულებით საჯარო სამსახურის სფეროში ახალი საკანონმდებლო რეგულაციები გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა. საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მარინე ასათიანმა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა, მაკა წულაიამ პარლამენტის აპარატში დასაქმებულ მოხელეებს კანონმდებლობის სამართლებრივი რეგულაციები გააცნეს.

მომხსენებლებმა კანონით შემოთავაზებული ნორმების პრეზენტაციისას ძირითადი ყურადღება ახალ მიდგომებზე გაამახვილეს და აპარატის თანამშრომლებს საჯარო სამსახურის და საჯარო მოსამსახურეების სახეები, საჯარო სამსახურში მიღების წესი, მოხელის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის, ღია და დახურული კონკურსების გავლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მაკა წულაიამ საჯარო მოხელის მობილობასა და იერარქიული წინსვლის ახალ მიდგომებზეც ისაუბრა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა შრომითი ანაზრაურების განსაზღვრის ახალი ფორმულაც წარმოადგინა, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. მანვე მოხელის ყოველწლიური შეფასების ახალი წესი განმარტა და იმ დისციპლინარულ სასჯელებზეც ისაუბრა, რომელიც სხვადსხვა გადაცდომის გამო საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეს შეიძლება დაეკისროს.

ძირითადი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლებმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხეს და რიგ მიმართულებებზე დამატებითი ინფორმაციები წარმოადგინეს.

გალერეა

  • პარლამენტის აპარატის თანამშრომლები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალ რეგულაციებს გაეცნენ, 2017 წლის 7 ნოემბერი