საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

29 აგვისტო 2019
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის სამეფოს პარლამენტის აპარატის უფროსი ინგვარ მატსონი მიიღო.

გივი მიქანაძემ სტუმარს გააცნო საქართველოს პარლამენტის აპარატში მიმდინარე რეფორმები. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის აპარატის უფროსების ქსელის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

„სტუმარს გავაცანით პარლამენტის აპარატში მიმდინარე რეფორმები და ის მიღწევები, რაც გვაქვს ახლად შექმნილი კვლევითი ცენტრისა და სასწავლო ცენტრის მიმართულებებით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობისა და მათთვის შესაბამისი სერვისების დანერგვის მიზნით პარლამენტში განხორციელებული აქტივობები და „მწვანე პარლამენტის“ კონცეფცია, რომელიც მუშავდება და რომლის განხორციელებაც 2020 წლიდან უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ორ საკითხზე გამახვილდა. პირველი საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის აპარატის უფროსების ქსელის ფორმატში თანამშრომლობას და ამ მიმართულებით შვედეთის მხარდაჭერას შეეხებოდა.

„სტუმარი მიესალმა ჩვენს ინიციატივას. შვედეთი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ქვეყანა, რომლის10 წლის იუბილე წელს აღინიშნება, ნოემბერში ამ ქსელს სტოკჰოლმში უმასპინძლებს. ჩვენ იქ ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რა ჩართულობა და მხარდაჭერა იქნება შვედეთის მხრიდან ამ ქსელის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პროცესში“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებას, ამ ეტაპზე, უკვე პარლამეტის ადმინისტრაციებს შორის.

„ჩვენ შევთავაზეთ, რომ დავიწყოთ ფიქრი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების გაცვლით ვიზიტებზე და სხვადასხვა აქტივობების ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმვაზე, რასაც ბატონი ინგვარ მატსონი მიესალმა. მან დაგვიდასტურა, რომ ნოემბერში ჩემი სტოკჰოლმში ვიზიტის დროს შესაძლებელია გაფორმდეს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი. დაგეგმილი კონფერენციის მიღმა, ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც ვიმსჯელეთ 2020 წლის აქტივობების თაობაზე ანუ ამ მემორანდუმის საფუძველზე გავწერთ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ განვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, 2019 წლის 29 აგვისტო
  • საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, 2019 წლის 29 აგვისტო
  • საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, 2019 წლის 29 აგვისტო