შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტის ზედამხედველობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12 ივლისი 2018
შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტის ზედამხედველობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის, შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტის საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის უფროსმა, სოფიო დვალიშვილმა და სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ცოტნე ქარქაშაძემ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, სახელმწიფო აუდიტის სტრატეგიული ხედვის ძირითად ამოცანებზე, აუდიტის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე და შესაბამის რეკომენდაციებზე ინფორმაცია გააცნეს. 

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიის თემას აუდიტის ანგარიშების მომზადებისას გამოყენებული მეთოდოლოგიის საკითხები და შედეგზე დაფუძნებული ბიუჯეტის შედგენა წარმოადგენდა.

გალერეა

  • შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტის ზედამხედველობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, 2018 წლის 12 ივლისი
  • შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტის ზედამხედველობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, 2018 წლის 12 ივლისი