საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის შესახებ


საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტი
ამზადებს ანალიტიკურ, საინფორმაციო, საკონსულტაციო, საცნობარო მასალებს.


კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს აწვდის სამსახურებრივი საქმიანობისათვის აუცილებელ პოლიტიკურად მიუკერძოებელ ინფორმაციას როგორც კანონპროექტებით გათვალისწინებულ, ასევე საზოგადოებისათვის პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე. საინფორმაციო პროდუქცია, ძირითადად, მოიცავს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას და მზადდება საპარლამენტო და სამთავრობო ვებგვერდებზე განთავსებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე, ასევე საყოველთაოდ აღიარებული კვლევითი თუ საინფორმაციო სამსახურების მასალებზე დაყრდნობით.

ბიბლიოთეკა მუდმივად განახლებადი წიგნადი და პერიოდულ გამოცემათა ფონდის გარდა პარლამენტის წევრებს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით სარგებლობის საშუალებას. ამზადებსართულ და უცხოურ სამეცნიერო ინტერნეტგამოცემებში გამოქვეყნებული მასალების თემატურ (პოლიტიკა, სამართალი, ეკონომიკა და ა.შ.) ანოტირებულ ბიბლიოგრაფიულ საძიებელს.

არქივში  დაცული, სისტემატიზებული და დასკანერებულია საპარლამენტო საქმიანობის ამსახველი მუდმივი შენახვის დოკუმენტები: პლენარული სხდომების სტენოგრამები 1988 წლიდან დღემდე, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტებისა და სხვა სუბიექტების მასალები, 1938-1989 წწ. საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ვრცელი ბიოგრაფიები და სხვ.