8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

06 მაისი 2019
8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

„ბიუროს დასრულებისთანავე პარლამენტი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

განისაზღვრა 8 მაისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი: საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ, მესამე მოსმენით და კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც - იმედის დღე.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი კოლეგის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

მისი განცხადებით,  „წინა კვირაში ამ კანონის მესამე მოსმენით მიღება არ იყო შესაძლებელი, იმიტომ რომ დაჩქარებული წესით არ იხილებოდა კანონპროექტი. ჩვენ წინა კვირაში მივიღეთ ის მეორე მოსმენით, ტექნიკურად იყო შეუძლებელი იმ კვირაში ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ჩვენც არ გვინდოდა საგანგებოდ შევკრებილიყავით რიგგარეშე სხდომაზე. 12 მაისი არის შემდეგი კვირადღე, აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი იყო ამ კვირაში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა“.

ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები კომიტეტებს გადაუნაწილა განსახილველად. ასევე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები.

ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა - „თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

გალერეა

  • 8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, 2019 წლის 6 მაისი