არჩილ თალაკვაძე: მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში

26 ნოემბერი 2019
არჩილ თალაკვაძე: მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში

„მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს. ის, რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგადოებას, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ და დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო საქართველოს პარლამენტი და მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და დემოკრატიულ სისტემებში სწორედ პარლამენტია ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელის ქვეყნის მომავალს, პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს, რეგიონების თუ დედაქალაქის ინფრასტრუქტურას და სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას ეხება, იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტის და მთავრობის მხრიდან.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26-29 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. დღის წესრიგს რამდენიმე კანონპროექტი და სარატიფიკაციო დოკუმენტი დაემატა.

პლენარული სხდომა დღეს პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებს უყრის კენჭს.

ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების საპარლამენტო კომიტეტებში გაწევრიანებასთან და საპარლამენტო ფრაქციების წევრების და დამოუკიდებელი დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის არმიღების შესახებ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საზოგადოებისათვის განმარტება გააკეთა ვაკანტური თანამდებობების თაობაზე და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს საპარლამენტო მუშაობის დისკრედიტაცია.

„სამწუხაროა, რომ იმის გამო, რომ გუნდის წევრებმა დატოვეს გუნდი, ვაკანტური თანამდებობები გაჩნდა შესაბამის კომიტეტებში. მე არც ერთი ახალი თანამდებობა არ მიკავია, მაგრამ სრულიად შინაგანი განწყობით მინდა ვთქვა, ეს არ არის ის, რომ ვიღაცა თანამდებობას ეძებს ან იკავებს. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ეს არის მისი ვალდებულება. თითოეული დარგობრივი კომიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით და იმიტომ, რომ კომიტეტების მუშაობა არ შეფერხდეს, რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა მოხდეს ამ ვაკანტური ადგილების დაკავება შესაბამისი კომპეტენციისა და ძალიან ბევრი განზომილების გათვალისწინებით. ასე რომ ეს არ არის ადგილების დაკავება, ეს არის საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება შეუფერხებლად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე: მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში, 2019 წლის 26 ნოემბერი