არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ფუნქცია არის ოპონირება და ხელისუფლების გამოწვევების წინაშე დაყენება, ძლიერი ხელისუფლება არის ის, რომელიც ამას პასუხობს საქმით და არგუმენტებით

29 მაისი 2020
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ფუნქცია არის ოპონირება და ხელისუფლების გამოწვევების წინაშე დაყენება, ძლიერი ხელისუფლება არის ის, რომელიც ამას პასუხობს საქმით და არგუმენტებით

„მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად იმ ეკონომიკური ამოცანებისა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში დგას, ჩვენი ხელისუფლება მის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს და ღირებულებას - დემოკრატიას და პოლიტიკურ პროცესს არანაკლებ ყურადღებას უთმობს და ამისთვის საპარლამენტო განზომილება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით წარდგება.

არჩილ თალაკვაძემ პროცედურა განმარტა და აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტში მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურით სარგებლობის საშუალება ყველას სამართლიანად მიეცემა.

„მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს არანაირ იმპროვიზაციებს არ დავუშვებ, მაგრამ ასევე, ძალიან სამართლიანად მიეცემა ყველას საშუალება ამ პროცედურით ისარგებლოს. პროცედურა კი ასეთია: შეკითხვის ავტორი - ამ შემთხვევაში, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი 5 წუთის განმავლობაში სვამს კითხვას. შემდგომში პრემიერ-მინისტრი პასუხობს ამ შეკითხვას 15 წუთის განმავლობაში. მომდევნო არის დაზუსტება და ისევ პასუხი დაზუსტებაზე. შესვენების მერე უკვე იწყება პოლიტიკური დებატები, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია დაახლოებით 22-წუთიანი პერიოდებით ერთმანეთთან ოპონირებენ ამ კითხვის და ამ პასუხის გარშემო, ხოლო ბოლოს პრემიერ-მინისტრი წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ორი დღის წინ, პრემიერ-მინისტრის მოსმენისას, საზოგადოებამ მმართველი გუნდის მხრიდან ძლიერი და ამომწურავი პასუხები მოისმინა.

„მოვისმინეთ რამდენიმე პოლიტიკური კომენტარი, ამასაც, ალბათ, გაგებით უნდა მოვეკიდოთ, იმიტომ, რომ ოპოზიციის როლი და ფუნქციაც ეს არის. ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი შეიძლება, უფრო კონსტრუქციული ან უფრო დესტრუქციული იყოს, მაგრამ, საერთო ჯამში, ოპოზიციის ფუნქცია არის ოპონირება და არის ის, რომ გამოწვევების წინაშე დააყენოს ხელისუფლება. ძლიერი ხელისუფლება არის ის, რომელიც ამას პასუხობს საქმით და არგუმენტებით. კარგია, როდესაც ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში, თუმცა, უკეთესია, როდესაც იმ გადაწყვეტილებებს, რომელშიც ჩვენ ვართ დარწმუნებული, სხვებიც არიან დარწმუნებული. ზუსტად ამას ემსახურება საპარლამენტო პროცესი, ეს არის სივრცე, სადაც მთავრობას, მთავრობის წევრებს, მინისტრებს, ძლევა ასპარეზი და საშუალება, რომ დაარწმუნოს უფრო მეტი მოქალაქე, რომ მისი გადაწყვეტილებები არის სწორი, ასევე, მოისმინოს განსხვავებული პოზიციები, განსხვავებული აზრი, სწორედ ეს არის დემოკრატია და ასე გვესმის ჩვენ დემოკრატია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცედურებზეც ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ, უკვე საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. მანამდე ეს დრო იყო შეჩერებული. მომდევნო კვირაში უკვე ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდავის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. წინასწარ მოხდება მოქალაქეების მოსაზრებებისა და შეკითხვების შეკრება და შემდეგ როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია უპასუხებს ამ კითხვებს პირდაპირი ეთერით, რომელიც ვფიქრობ, იქნება ინტერაქტიული. ამ განხილვას მალევე მოჰყვება მეორე განხილვა, რომელიც ჩატარდება რეგიონში და, სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია უმასპინძლებს. ერთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, გადავდივართ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვაზე, რასაც მოჰყვება პირველი კენჭისყრა. იმედი მაქვს, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შევძლებთ, რომ სამივე კენჭისყრაზე გამოვიტანოთ როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შემუშავებულია ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.

საორგანიზაციო საკითხებში, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაცია ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების მეორე ინტერპელაციაზე.

„მოგეხსენებათ, ინტერპელაციის ადრესატი წერილობით არის ვალდებული, გასცეს პასუხი ამ კითხვებს. შესაბამისად, ეს პასუხი პრემიერ-მინისტრის ოფისიდან უკვე შემოსულია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ფუნქცია არის ოპონირება და ხელისუფლების გამოწვევების წინაშე დაყენება, ძლიერი ხელისუფლება არის ის, რომელიც ამას პასუხობს საქმით და არგუმენტებით, 2020 წლის 29 მაისი