ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დააზუსტეს

29 ნოემბერი 2019
ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დააზუსტეს

პარლამენტის ბიურომ 29 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგს რამდენიმე განსახილველი საკითხი დაამატა. 

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ასევე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონპროექტს და კანონპროექტს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

ბიუროს წევრებმა იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზეც.

გალერეა

  • ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დააზუსტეს, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დააზუსტეს, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დააზუსტეს, 2019 წლის 29 ნოემბერი