პარლამენტი ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას მოისმენს

27 მაისი 2020

პარლამენტის ბიურომ 27-29 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. დღეს, პარლამენტი ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართვას მოისმენს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტული რჩება დემოკრატია, პრიორიტეტულია ის პოლიტიკური პროცესი და პირობა, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ მივეცით საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ყველა სხვა ამოცანასთან ერთად, ეს დღის წესრიგში რჩება და დღე ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. მე ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა და ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში, გავმართოთ სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია", - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებები გააცნო.

„კორონავირუსი საქართველოში კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, დღეს ვიმსჯელეთ ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის გეგმაზე და მივიღეთ ახალი გადაწყვეტილებები, რაც უკავშირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სავაჭრო ცენტრების და ღია ბაზრობების გახსნას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გახსნასთან ერთად საჭირო იქნება მკაცრი კონტროლი, რათა თავიდან იყოს აცილებული ლოკალური ეპიდემიოლოგიური გართულებები თუ მეორე ტალღის რისკი, რომელიც, სამწუხაროდ, არაერთ ქვეყნაში უკვე დაფიქსირდა.

„საქართველომ მართლაც წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
27-29 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში 25 განსახილველი საკითხია, მათ შორის:

  • კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მეორე მოსმენით განხილვაა დაგეგემილი. პროექტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც მდებარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება ამავე მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
  • კანონის პროექტი „აკვაკულტურის შესახებ“. კანონპროექტით წესრიგდება აკვაკულტურის მართვასა და მდგრად განვითარებასთან, აკვაკულტურის ნებართვასთან, მარიკულტურასთან, ხმელეთზე განთავსებულ აკვაკულტურის კონსტრუქციებთან და აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კანონპროექტზე პარლამენტი მეორე მოსმენით იმსჯელებს.

დღის წესრიგით, 29 მაისს, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგება.

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, ასევე იმსჯელა ახალ საკანომდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.

გალერეა

  • პარლამენტი ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას მოისმენს, 2020 წლის 27 მაისი