პარლამენტის ბიუროს სხდომა

26 ოქტომბერი 2020
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონდებლო ინიციატივებზე იმსჯელა და განხილულ საკითხებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა. 

საქართველოს კანონის პროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ წამყვან კომიტეტად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო დასკვნისთვის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განისაზღვრა. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ბიუროს გადაწყვეტილებით რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2019 წლის 29 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)“ №1 ცვლილების შეთანხმებაზე“ წამყვან კომიტეტად საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სავალდებულო დასკვნისთვის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები განსაზღვრა.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 26 ოქტომბერი