პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა

03 იანვარი 2019
პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ორი საორგანიზაციო საკითხი განიხილა.

ბიურომ ცნობად მიიღო პარლამენტის წევრის გოგა გულორდავას განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ.

ბიურომ ასევე ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის გაწვევისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ მიერ დათმობილი კვოტით პარლამენტის წევრის, გოგა გულორდავას, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ კუთვნილი კვოტით პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის გაწევრიანების შესახებ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ორი მიზეზე ჰქონდა.

„ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ბატონი გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა - ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიღებულიყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას და აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო, და ამ შემთხვევაში ეს იყო ფრაქცია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი ან პოლიტიკური სპეკულაცია.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არქონის შედეგი. რაც შეეხება ქალბატონ ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი, რატომ და როგორ, ამაზე ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა უკვე საუბარი და შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხებ გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, ამის მიზეზები უკვე განვმარტეთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ ან დაინტერესდით რა იყო მიზეზი და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ან თუ პოლიტიკური სპეკულაციაა, ჯობია პოლიტიკური სპეკულაცია არ განვახორციელოთ. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გალერეა

  • პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა, 2018 წლის 3 იანვარი