პარლამენტის ბიუროს სხდომა

06 ივლისი 2020
პარლამენტის ბიუროს სხდომა

13-14 ივლისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.

პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომებზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 50-მდე განსახილველ საკითხზე იმსჯელებს.

დღის წესრიგს მესამე მოსმენისთვის დაემატა საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც წესრიგდება ეკოტურიზმთან, კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის მოწყობასთან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტო-მოტო ტრანსპორტის გამოყენებასთან და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა და შესაბამის კომიტეტებში განხილვის ვადები განსაზღვრა. მათ შორის, საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პროექტის თანახმად 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადა 2020 წლის 15 ივლისი გრძელდება 2021 წლის 1 იანვრამდე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„იყო ათასგვარი სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით, ხან გადმოწევაზე და ხან გადაწევაზე საუბრობდნენ. ამას არავინ აპირებს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს არჩევნები და არ უნდა დაგვჭირდეს არცერთ შემთხვევაში პატარა პრობლემის შექმნის გამო სექსტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამიტომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც მოგვცემს საშუალებას პატარა აფეთქების თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების სიტუაციაში ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს ეფექტიანი მენეჯმენტის საშუალება ხელისუფლებას, როგორც მას დღემდე ვახერხებდით. ეს არის მთავარი მიზეზი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ვიცე-სპიკერს მიაჩნია, ვადის გაგრძელება წლის ბოლომდე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საშუალებას მოგვცემს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის შესახებ და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ისაუბრა. მან კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„თხოვნა მექნება, რომ ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტად დაგვიჯერეთ ხოლმე ექიმებს. როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი გამოგვქონდა, იქაც გვქონდა ჩვენ მოსაზრება, როცა იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ კონკრეტული ვადა და თარიღი დაწესებულიყო და ეს განისაზღვრა 15 ივლისით, მაგრამ იქვე ვამბობდით, რომ ეს პერიოდი არ იქნებოდა საკმარისი და ალბათ, უპრიანი იყო, რომ ეს ვადა ყოფილიყო პანდემიის არსებობის პერიოდით. ვფიქრობ, ძალიან ბევრი პირობის გამო, ის, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ის, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, ის, რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე იმ ადამიანებმა, ვინც ამით არის დაკავებული, უნდა თქვან უარი და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების საკითხს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა და საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებს მისცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება.

„მინდა პარლამენტის სახელით აბიტურიენტებს ვუსურვო წარმატებები და ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებს მისცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში რამდენიმე ანგარიშს მოისმენს:

  • საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიში
  • სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში
  • სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2019 წლის წლიური ანგარიში
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა. რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 13 ივლისს გაიმართება.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 6 ივლისი