პარლამენტის ბიუროს სხდომა

10 ივნისი 2019
პარლამენტის ბიუროს სხდომა

11 - 14 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.

პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ორასზე მეტი კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხია: კანონპროექტები, სარატიფიკაციო დოკუმენტები, 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტების ანგარიშები, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის წლიური ანგარიშები და სხვა.

ბიურომ ასევე, იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.

ბიურომ რიგ კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი