პარლამენტის ბიუროს სხდომა

02 დეკემბერი 2019
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიურომ 10-13 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა. მომავალ სასესიო კვირას კანონმდებლები „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ და „სოფიო ქაცარავასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ დადგენილების პროექტებს განიხილავენ.

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი. პარლამენტის წევრები ასევე, მესამე მოსმენით განიხილავენ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთა პაკეტებს.

სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

ბიურომ ცნობად მიიღო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ რეგისტრაციის თაობაზე.

ბიუროს წევრებმა ასევე, ცნობად მიიღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრის, კობა კობალაძის არჩევის შესახებ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრის, ცოტნე ზურაბიანის არჩევის შესახებ ინფორმაციები.

მომავალ კვირას, პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი