პარლამენტის ბიუროს სხდომა

06 თებერვალი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

2018 წლის საგაზაფხულო სესია პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომით გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2018 წლის საგაზაფხულო სესია გახსნილად გამოაცხადა. 

კანონმდებლებმა 2018 წლის 7-9 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.
საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ“, „ადვოკატთა შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 

დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება.

დღევანდელ სხდომაზე ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე.
პლენარული სხდომა ხვალ, 7 თებერვალს 12 საათზე გაიხსნება.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 6 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 6 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 6 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 6 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 6 თებერვალი