პარლამენტის ბიუროს სხდომა

06 დეკემბერი 2017
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა.
 
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 6 დეკემბრიდან მოწვეულია რიგგარეშე სხდომა, რომელზეც კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 99 კანონპროექტს პარლამენტი სამივე მოსმენით განიხილავს.

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემაჯამებებლი ოქმი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად და პლენარულ სხდომაზე გასატანად გადაეცა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 6 დეკემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 6 დეკემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 6 დეკემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 6 დეკემბერი