პარლამენტის ბიუროს სხდომა

07 თებერვალი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის წინ, ქუთაისის პარლამენტის სასახლეში, ბიუროს სხდომა გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს წევრებს პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი გააცნო.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, 6 თებერვლის ბიუროს სხდომაზე დამტკიცებულ დღის წესრიგს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი I მოსმენით დაემატა.

ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი საპარლამენტო უმცირესობის მომართვას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც უმცირესობაში შემავალი ფრაქციები 23 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისა და კენჭისყრის ჩასატარებლად დროის გამოყოფას მოითხოვდნენ.

ბიუროს წამყვანის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციურ ფრაქციებს აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, 8 თებერვლის პლენარული სხდომის გამოყენება შესთავაზა, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 7 თებერვალი