პარლამენტის ბიუროს სხდომა

07 მარტი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულ და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, ასევე, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს.

პარლამენტის მიერ ცნობადაა მისაღები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტებს: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დღესვე პარლამენტი იმსჯელებს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების და დადგენილების პროექტების განხილვას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, წინა სესიაზე პარლამენტმა კენჭი უყარა ფინანსური აუდიტის შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს. „გვინდა, მიმდინარე სესიაზე ეს კომისია ჩამოვაყალიბოთ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესვენებაზე კომიტეტის სხდომის გამართვას აპირებს, სადაც კვოტები იქნება განსაზღვრული“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც იურიდიულ დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განმარტა, კვოტების დასამტკიცებლად დღესვე კიდევ ერთი ბიუროს სხდომის მოწვევაა საჭირო. ამასთანავე, ფრაქციებს დამტკიცებული კვოტების შესაბამისად კანდიდატები მზად უნდა ჰყავდეთ იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 7 მარტი