პარლამენტის ბიუროს სხდომა

17 ივლისი 2020
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის 17 ივლისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის ბიურომ. 

კენჭსაყრელ და განსახილველ საკითხებს დაემატა რამდენიმე კანონპროექტი, მათ შორის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები თანმდევ პაკეტთან ერთად; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შეახებ“ კანონპროექტთა პაკეტი; „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა.

პარლამენტი დღეს განიხილავს და კენჭს უყრის ოცდახუთამდე კანონპროექტს. 

ბიურომ იმსჯელა ახალი საკანონმდებლო ინიციატივისა და საორგანიზაციო საკითხების შესახებ, რის შემდეგაც დეპუტატებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 17 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 17 ივლისი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2020 წლის 17 ივლისი