პარლამენტის ბიუროს სხდომა

18 დეკემბერი 2017
პარლამენტის ბიუროს სხდომა

მიმდინარე კვირაში პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფორმატში იმუშავებს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ხვალ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება მიმართვა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე. 

„როგორც ვიცით, რიგგარეშე სესიაზე ვმუშაობთ წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. თხოვნა გვექნება, რომ რიგგარეშე სესია გაგრძელდეს 21დეკემბრის 12 საათიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. ამიტომ შესაძლებელია, მუშაობა გაგრძელდეს შაბათს და კვირას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები, უმცირესობა და უმრავლესობა მიმდინარე კვირის ოთხშაბათს წინასწარ დამტკიცებული გრაფიკით განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.

პლენარულ სხდომაზე განიხილავენ ასევე, იმ კანონპროექტებს, რომელთა განხილვას ინიციატორები დაჩქარებული წესით, დასაბუთებულად ითხოვენ.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 18 დეკემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 18 დეკემბერი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 18 დეკემბერი