პარლამენტის ბიუროს სხდომა

20 აპრილი 2017
პარლამენტის ბიუროს სხდომა

20-21 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის წევრები განსახილველ და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ და გარკვეულ კანონპროექტების განხილვის ვადის გადაწევაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, პლენარულ სხდომაზე დღეს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ“ 2016 წლის ანგარიშს გაეცნობიან, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი წარადგენს.

20 აპრილის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მესამე მოსმენით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.

კანონმდებლები „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოცულობით საკანონმდებლო პაკეტებზეც იმსჯელებენ.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი