პარლამენტის ბიუროს სხდომა

21 თებერვალი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

21-23 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განისაზღვრა ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, უძღვებოდა.

ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხების რიგითობა გააცნო.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონმდებლები მიმდინარე სასესიო კვირას სამოცდაათამდე საკითხს განიხილავენ. მათ შორის, დღეს ისინი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ რამდენიმე დადგენილების პროექტსაც განიხილავს.

პლენარული სხდომა დღეს 12 საათზე დაიწყება.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 21 თებერვალი