პარლამენტის ბიუროს სხდომა

22 იანვარი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პარლამენტში შემოსულია საქართველოს პრეზიდენტის მომართვა პარლამენტის 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნების შესახებ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაეცემა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტი საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავს. 

დღევანდელ სხდომაზე ბიურომ დაამტკიცა ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კვოტების ახალი გადანაწილება. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. „2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 11 მლრდ 487 მლნ ლარის ფარგლებში. რეალურად მივიღეთ 11 მლრდ 619 მლნ ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაჭარბებამ შეადგინა 131 მლნ 500 ათასი ლარი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 22 იანვარი