პარლამენტის ბიუროს სხდომა

22 თებერვალი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა. განსახილველ საკითხებს დაემატა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება. 

ბიურომ ცნობად მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტიდან „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ. 

კანონმდებლებმა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალ 11:45 საათზე გაიმართება, ხოლო, პლენარული სხდომის ფორმატში დეპუტატები 12:00 საათზე შეიკრიბებიან. 

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 22 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 22 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 22 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 22 თებერვალი