პარლამენტის ბიუროს სხდომა

23 თებერვალი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დააზუსტეს. განსახილველ საკითხებს დაემატა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“. 

დღესვე, ბიურომ მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების: ირინე ფრუიძის, თამარ ჩუგოშვილის, ეკა ბესელიას, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას და გუგული მაღრაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელებას.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვის საფუძველზე, ასევე 2 კვირის ვადით გაგრძელდება პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძისა და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადაც.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 23 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 23 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 23 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 23 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 23 თებერვალი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 23 თებერვალი