პარლამენტის ბიუროს სხდომა

23 თებერვალი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიურომ პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა.
განსახილველ საკითხებს დაემატა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. დეპუტატები საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ინიციატივების განხილვა, რომლებიც საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს. 

დაგეგმილია პარლამენტის დადგენილების პროექტის „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ განხილვა, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა და ასევე, პარლამენტის დადგენილების პროექტის „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ განხილვა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ინიციატივაა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 23 ტებერვალი