პარლამენტის ბიუროს სხდომა

13 ნოემბერი 2019
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიურომ 13-15 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა.

პლენარული სხდომების დღის წესრიგს რამდენიმე განსახილველი საკითხი დაემატა, მათ შორის: საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის“ (გადამუშავებული ვარიანტი) საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

ბიუროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირას კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილავენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებს.

პლენარულ სხდომაზე ასევე განიხილავენ „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს.

ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 13 ნოემბერი

  • DSC_947პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 13 ნოემბერი4.JPG
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2019 წლის 13 ნოემბერი