პარლამენტის ბიუროს სხდომამ პლენარული სხდომის დღის წესრიგში დამატებები შეიტანა

14 მაისი 2019
პარლამენტის ბიუროს სხდომამ პლენარული სხდომის დღის წესრიგში დამატებები შეიტანა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა, 14 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი დააზუსტეს.
 
პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხას ოთხი კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაემატა: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მესამე მოსმენა); „მედიაციის შესახებ“ (მეორე მოსმენა); „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ (მეორე მოსმენა); „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პირველი მოსმენა).

ბიუროს გადაწყვეტილებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განსახილველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს გადაეცათ. კერძოდ, საუბარია ორ სარატიფიკაციო დოკუმენტზე: გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციაზე „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან შეერთების თაობაზე“ და „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებაზე.
ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა და ბოლოს დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები ##355-364.

ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომამ პლენარული სხდომის დღის წესრიგში დამატებები შეიტანა, 2019 წლის 14 მაისი