empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

  

         საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 12 - 15 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი 

 

       I   განსახილველი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“ (#07-2/132, 29.09.2017).

            (მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/132, 29.09.2017), III მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე)

კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდება 2019 საბიუჯეტო წლისათვის (ნაცვლად 2018 წლისა). გარდა ამისა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება, კერძოდ, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

3.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (#19295, 29.09.2017)

           (მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ (#07-2/120, 07.09.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ლაშა ხუციშვილი, ცოტნე ყავლაშვილი)

(წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად განმარტებულია მთელი რიგი ახალი ტერმინები, მაგალითად როგორიცაა - საქონლის მფლობელი; საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია; განადგურება; ორიგინალი საქონელი; რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება და ა.შ. გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაში, ამასთან სამსახურს არ ეკისრება პასუხიმგებლობა თუ სათანადო პროცედურების განხორციელებისას არ გამოვლენილა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევა, რასაც მოჰყვა შესაბამისი საქონლის გაშვება ან სამსახურის მიერ არ იქნა განხორციელებული საქონლის შეჩერების შესაბამისი პროცედურები. პროექტი მათ შორის ითვალისწინებს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა: უფლების მფლობელის უფლებების დაცვა; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები და რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება; შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება; შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება; საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, ამასთან პროექტი ასევე ითვალისწინებს საქონლის ჩამორთმევასა და განადგურებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. კანონის პროექტის მიხედვით, ეს კანონი არ გავრცელდება არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან ხელბარგში ან/და განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის; ორიგინალ საქონელზე; და საქონელზე, რომელიც დამზადებულია უფლების მფლობელის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელსა და აღნიშნულ პირს შორის შეთანხმებულ რაოდენობაზე გადაჭარბებით. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ცხადდება „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის №2159 კანონი)

5.      საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ (#07-2/106, 25.07.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე)  

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება მთელი რიგი საკითხების ახლებური მოწესრიგება, კერძოდ: ახლებურად განისაზღვრა სახელმწიფო ჯილდოების სახეობები და სახელმწიფო ჯილდოების ჩამონათვალს დაემატა - „შოთა რუსთაველის სახელობის პრემია“, „საქართველოს ეროვნული პრემია“ და „ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია“. „შოთა რუსთაველის სახელობის პრემია“ გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, „საქართველოს ეროვნული პრემია“ გაიცემა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, იურიდიულ, სამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელ, საინჟინრო მეცნიერებების დარგებში მიღწეული შესაბამისი წარმატებისათვის, ხოლო „ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია“ გაიცემა ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ არაუმეტეს  ხუთი პრემიისა, საქართველოს ეროვნული პრემია - ყოველწლიურად არაუმეტეს ორი პრემიისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ორ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთი პრემიისა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი და პირობები. განისაზღვრა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობებიც. პროექტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა,  ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები დაამტკიცონ შესაბამისი ჯილდოებით დაჯილდოებული პირებისათვის. კანონის პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება მათ შორის „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/86, 29.08.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი)

         (წარმოდგენილი ცვლილებით, სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს კანონით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისა და მართვის უფლების მინიჭებისთვის აუცილებელი მოთხოვნებისაგან განსხვავებული მოთხოვნები. მოქმედი რედაქციით აღნიშნული ნორმა მოქმედებს მხოლოდ ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართებაში)

7.      საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/101, 02.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის 116 წევრის ინიციატივა; მომხსენებელი - „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)  

8.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/106, 22.11.2017), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას, დავით სონღულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ დანელია, დავით სონღულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები იქნება აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არა უმეტეს ოთხი მოადგილისა)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/93, 08.06.2017), II მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონპროექტით დგინდება საავტორო უფლების მოქმედების ვადა თანაავტორობით შექმნილი ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე; ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისათვის, რომელიც გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთი პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში; დგინდება შემსრულებლის უფლება, შეწყვიტოს ფონოგრამის დამამზადებელთან მისი შესრულების ჩანაწერზე უფლების გადაცემის ხელშეკრულება, როდესაც ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს; ზუსტდება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლების გამოთხოვის/განადგურების საკითხი)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონპროექტით ახლებურად განიმარტება ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია, ამასთან ემატება ახალი ტერმინები: მცენარეთა დაცვის საშუალებები, დაცვის დამატებითი მოწმობა და უფლებამოსილი ორგანო; განისაზღვრება დაცვის დამატებითი მოწმობით პატენტის მოქმედების ვადის საკითხი; კანონპროექტის მიხედვით დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოების, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ასლის შენარჩუნებისათვის გადაიხდება საფასური; განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა გამოგონების გამოყენება ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის, აგრეთვე პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად საჭირო კვლევებისა და სხვა პროცედურების წარმოება, თუ აღნიშნული პროდუქტი არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის, პატენტის ვადის გასვლამდე. გათვალისწინებულია პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებაზე სავალდებულო ლიცენზიის გაცემა და წესრიგდება მის გაცემასთან დაკავშირებული რეგულაციები; კანონს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვის საკითხებს)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კოდექსს ემატება კარი, რომლითაც განისაზღვრება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეებზე სამართალწარმოების თავისებურებები;  განიმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ტერმინები, აგრეთვე რეგულირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხები; გათვალისწინებულია ასევე სამართალწარმოების პროცესში ინფორმაციის მიღების უფლების მარეგულირებელი ნორმები)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დაცვის საკითხებს, კერძოდ, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებებს ამ უფლების დარღვევისას, სასამართლოს ჩართულობას აღნიშნულ პროცესში, აგრეთვე აღნიშნული უფლების დარღვევისათვის უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებს)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილება არეგულირებს პესტიციდების რეგისტრაციისათვის წარდგენილი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; განსაზღვრავს რეგისტრანტის მიერ წარდგენილი მონაცემების დაცვის პერიოდს, აგრეთვე ადგენს პესტიციდების პირველადი რეგისტრაციისათვის და შემდგომში სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შესწორების შესატანად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცდის ან კვლევის ანგარიშის წარდგენის აუცილებლობას, რათა დასაშვები გახდეს მისი გამოყენება მცენარეთა სხვა კულტურების მიმართ)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით განიმარტება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის დეფინიცია, რეგულირდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები მისი დარღვევისას, სასამართლოს ჩართულობა აღნიშნულ პროცესში, აგრეთვე აღნიშნული უფლების დარღვევისათვის უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხები. გარდა ამისა დგინდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის ან მომსახურების მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონს ემატება მსგავსი ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია, აგრეთვე განისაზღვრება საქართველოს ბაზარზე დაშვების ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ექსკლუზიურობის დაცვის ზოგადი წესი და ვადები)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/87, 01.06.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონპროექტით კოდექსს ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი, კერძოდ, განიმარტება მეტეოროლოგიური ინფორმაცია, საჰაერო მოძრაობის ორგანიზება, საჰაერო სივრცის დიზაინი, ჰაერსანაოსნო მონაცემები. კანონპროექტით კოდექსის მიზნებად განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტების დადგენა, სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მიერ სამოქალაქო ავიაციაში დადგენილი საზომი ერთეულების გამოყენების დამტკიცება; ახლებურად ყალიბდება სააერნაოსნო მომსახურებასა და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საკითხები; კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც არეგულირებს უსაფრთხოების მითითების გაცემის წესს. განისაზღვრება სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ხდება მთელი რიგი ნორმების დახვეწა და ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/68, 17.05.2017) II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს, ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე და დაცულ ტერიტორიებზე) ხეების მოჭრის და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე, ხოლო ამ პროცედურით მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ახორციელებს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო, და ეს რესურსი საწყობდება მათ მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, შესაბამის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტს განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი. ამასთან განისაზღვრა ცენტრთან კონკრეტული ქმედებების შეთანხმების პირობებიც)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/94, 14.06.2017),  II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი)

         (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობის და კოორდინატების დაზუსტება)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ცვლილებით ზუსტდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ბუნების ძეგლის ფართობი და კოორდინატები, კერძოდ, ცვლილება შეეხება ბალდის კანიონის, ონიორის ჩანჩქერის და ტობის პირველი მღვიმის, აგრეთვე ტობის ჩანჩქერის და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის, ჯორწყუს მღვიმის, ოჩხომურის ჩანჩქერის, მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლებს. კანონიდან ხდება მოთენას მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლის ამოღება. გარდა ამისა, ზუსტდება ასევე ჩხოროწყუს, წალკის, თეთრიწყაროს, ტყიბულის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ძეგლის ფართობები და კოორდინატები)

20.    საქართველოს კანონის პროექტი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ცვლილებით იმერეთის მღვიმეების ბუნების ძეგლებიდან ხდება ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლის ამოღება. გარდა ამისა, ზუსტდება სათაფლიის აღკვეთილის ფართობი და კოორდინატები, განისაზღვრება იმერეთის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეების კოორდინატები)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონპროექტით ზუსტდება თბილისის ეროვნული პარკის ფართობი და კოორდინატები (პარკის საზღვრებიდან ხდება ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის და სოფ.კევლიანთან მდებარე ბნელი საყდრის ტერიტორიის გამოტანა)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/133, 05.10.2017), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

            (წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების პრევენციის, ასევე საზღვაო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეს დოკუმენტი უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ. პროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ რეგულაციებს, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მთავრობამ ზემოხსენებული დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს 2022 წლის პირველ სექტემბრამდე)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/122, 13.09.2017),  II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციშესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის განხილვის ნაცვლად იქნება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა. ამასთან, კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. პროექტში აგრეთვე გაწერილია საბჭოს ფორმირების წესი და მისი საქმიანობის ძირითად პრინციპები, მათ შორის საბჭოში გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში, შესაბამისი პირობების გათვალისწინბით. ამასთან, ზარალი, რომელიც შესაბამისი განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას. პროექტში ასახულია შესაბამისი სახის გარდამავალი რეგულაციები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/93, 12.10.2017), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის რევაზ არველაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონის პროექტის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად არჩევის კრიტერიუმები. კერძოდ, 5 წევრისგან შემდგარ კომისიაში ორი წევრი სავალდებულოა იყოს პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთი წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი სპეციალისტების გარდა ერთი წევრი შესაძლოა იყოს პროფესიით იურისტი ან ეკონომისტი. აღნიშნული სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი დონის პროფესიონალიზმით და პატიოსნებით. თუ კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდება თანამდებობიდან ან იწურება თანამდებობის დაკავების 6-წლიანი ვადა, კომისიის წევრის ან წევრების ხელახალი არჩევის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული კრიტერიუმები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (#07-2/91, 08.06.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (წარმოდგენილი პროექტით, შესაბამისი მოთხოვნებისა და თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის აღსრულების მიზნით, იქმნება მზღვეველთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“, რომლის მართვის ორგანოებია წევრთა საერთო კრება და ცენტრის დირექტორი. პროექტით ასევე განისაზღვრა მათი უფლებამოსილებაც. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის განზრახვის მქონე ყველა მზღვეველი ვალდებულია, შესაბამისი წესით გახდეს „ცენტრის“ წევრი. გათვალისწინებულია სავალდებულო დაზღვევის პირობები და ზიანი, რომელიც არ ანაზღაურდება მზღვეველების მიერ, ასევე დაზღვევის პერიოდი და სადაზღვევო პრემიის ოდენობა ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების და სადაზღვევო პერიოდის მიხედვით. განისაზღვრა სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულება, კერძოდ დაზარალებული (მემკვიდრე) ვალდებულია წერილობით მიმართოს „ცენტრს“ თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. ამასთან, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ, „ცენტრს“ უფლება აქვს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამის შემთხვევებში. სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის ყველა აუცილებელი მონაცემისა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით, ცენტრში იქმნება „ელექტრონული ბაზა“. გათვალისწინებულია ასევე სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე და ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე. პროექტის მიხედვით, შესაბამისი სუბიექტები ვალდებულნი არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა უშუალოდ საქმიანობის განხორციელებისას. გარდა ამისა, დავა, რომელიც წარმოიშობა ამ კანონის  ამოქმედების ფარგლებში, განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 26.     საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით დგინდება პასუხისმგებლობის ზომა უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მძღოლის) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე მოძრაობისათვის. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მფლობელს (მძღოლს) ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 2-დღიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში)

27.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9  მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის განცალკევებულ ანგარიშზე, რომლიდანაც „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/140, 30.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლებში იცვლება კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი, კერძოდ: - „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება)“ იცვლება ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, ხოლო „ტესტირების ცენტრი“ იცვლება „ინსპექტირების ცენტრით“. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. პროექტის მიხედვით, შესაბამისი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ცენტრის წერილობითი მოთხოვნისა და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საფუძველზე. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში. ამასთან, ტესტირების ცენტრი ვალდებული იქნება ყოველი თვის 10 რიცხვამდე, შესაბამისი ფორმით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი სახის გარდამავალ რეგულაციებს)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლში ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში“ იცვლება და განისაზღვრება ტერმინი -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი“)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები“ იცვლება ტერმინით -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები“)

31.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით „გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება“ შეიცვალა ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, გარდა ამისა ახლებურად განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, რაც გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება კოდექსით წესით. პროექტით აგრეთვე  გათვალისწინებულია სათანადო სახის ტექნიკური ცვლილებების განხორციელება შესაბამის მუხლებშიც)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/134, 05.10.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ცოტნე ყავლაშვილი, ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ასევე განიხილება სესხის გაცემის წესის დარღვევა, კერძოდ შესაბამისი საფინანსო სექტორის წარმომადგენლის გარდა, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხის გაცემის სათანადო მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღმოფხვრის ზემოხსენებული სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევას. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე ქმედების გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება. პროექტის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ასევე განიხილავენ და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ სესხის გაცემის წესის დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ასევე განიხილავენ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1538  მუხლით (სესხის გაცემის წესის დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/144, 09.11.2017), I მოსმენა  

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები  თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

            (კანონის პროექტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების წევრები შესაძლებელია იყვნენ საჯარო მოხელეებიც. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. საბჭოში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია შესაბამისი რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, და მათ გააჩნიათ ხმის უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა განისაზღვრა 4 წლით. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა (ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) 7 წლით, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი სახის გარდამავალი რეგულაციაც)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა    

            (კანონის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. მოწვეულ წევრებს გააჩნიათ ხმის უფლება. ავტორიზაციის საბჭოს მუდმივ და მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა 4 წელია. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა (ასევე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) 7 წელია. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/143, 09.11.2017), I მოსმენა   

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები  თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაურითანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

(კანონის პროექტის მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის უფლება ასევე მიენიჭება პირს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამასთან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ექნება ასევე იმ პირს, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრიატის ფარგლებში სურს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

37.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(წარმოდგენილი კანონის პროექტით, დეფინიციას, რომლის მიხედვითაც შესაბამისი თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნების გარდა და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას, ემატება მოთხოვნა, კერძოდ: მათ უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეთ საგნობრივი კომპეტენცია, ხოლო დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელის შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/97, 25.10.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად უპატრონოს მიეკუთვნება ასევე გვამი, თუკი გვამი იდენტიფიცირებულია, შესაბამისი პირი დადგენილია, მაგრამ ეს პირი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად დაზუსტდა ამოუცნობ გვამთან კადავშირებული მთელი რიგი ურთიერთობები და თავისებურებები. ცვლილების მიხედვით უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამი სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით შესაბამისი დაწესებულებებისათვის გადაცემა, ხორციელდება გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ, ხოლო ეს დაწესებულებები უზრუნველყოფენ მის შენახვას გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდგომ შესაძლებელია გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით. ამოუცნობ ან უპატრონო გვამთან მიმართებით, რომელზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება, შესაბამის დაწესებულებისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით შესაძლებელი იქნება გვამის საზღვარგარეთიდან შემოტანაც, რისთვისაც საჭიროა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობა. აღნიშნული თანხმობა გაიცემა ერთჯერადად და  აკრძალულია მისი სხვა პირისათვის გადაცემა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი უწყებების უფლებამოსილება მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ნაცვლად ჩანაწერისა - უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე). გათვალისწინებულია ასევე შესაბამისი სახის გარდამავალი ღონისძიებების განხორციელებაც)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით, ამოუცნობი ან უპატრონო გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გადაცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და საექსპერტო დაწესებულებისთვის ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც  აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს)

40.     საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ(#07-3/79, 28.06.2017) I მოსმენა   

                (30000 ამომრჩევლის ინიციატივა; მომხსენებელნი: ირმა პავლიაშვილი, მაია კუპრავა-შარვაშიძე, თამარ აბრამიშვილი, ელენე რუსეცკაია, ციცინო ბაკურაძე. (ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force). თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით).

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

41.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/99, 31.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის აავტორო და მომიჯნავრეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა 20 ლარით (ნაცვლად 5 ლარისა). ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. გარდა ამისა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით  განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/92, 10.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ  კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ  კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, ასევე წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST” ნომრის გარეშე; განისაზღვრება აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვაზე, აგრეთვე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო; პროექტით გათვალისწინებულია ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (#07-2/145, 09.11.2017), I მოსმენა   

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის განისაზღვრება შესაბამისი წესით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. ცვლილების მიხედვით, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო და კადრის მოსამსახურეები. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველი) ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნები. გარდა ამისა, ცენტრალურ გამწვევ კომისიაშიშევლენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებიც. ამასთან, პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაციების ამსახველი შესაბამისი ნორმა)

44.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა   

         (კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამხედრო სავალდებულო სამსახური. ამასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირებს ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მიანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას, და ისინი ინიშნებიან უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გაწვევის საფუძველზე ჩარიცხულნი არიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილი იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან  საკონტრაქტო სამსახურის სახითც. პროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში და საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელები ირიცხებიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით და სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელებს სამხედრო ვალდებულება ეთვლებათ მოხდილად, რის შემდეგაც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხებიან რიგითის სამხედრო წოდებით. ცვლილების შესაბამისად, თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო. ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით)

45.    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა (იოსებ ვარძელაშვილი, ქეთევან ბექაური, თეა ჯუღელი, ემზარ პაქსაძე)  არჩევის საკითხი (#16284, 12.10.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

46.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13954, 04.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე)

47.    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13993, 05.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

48.    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის 2016-2017 წლის ანგარიში (#14279, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

49.    საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#14264, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია

50.    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიისა და 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#14207, 07.09.2017).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

51.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

52.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

53.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N10055, 15.06.2017).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანიოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი)

54.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)