empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 13 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი

  

         საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 15-17 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

 

I    კენჭსაყრელი საკითხები

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/66, 31.05.2017), I მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შეთანხმებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით; გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს სახალხო დამცველის აპარატის უფროსის თანამდებობის შემოღებას)

2.        საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შეთანხმებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ (#07-2/120, 07.09.2017), I მოსმენა      

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ლაშა ხუციშვილი, ცოტნე ყავლაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია) 

(წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად განმარტებულია მთელი რიგი ახალი ტერმინები, მაგალითად როგორიცაა - საქონლის მფლობელი; საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია; განადგურება; ორიგინალი საქონელი; რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება და ა.შ. გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაში, ამასთან სამსახურს არ ეკისრება პასუხიმგებლობა თუ სათანადო პროცედურების განხორციელებისას არ გამოვლენილა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევა, რასაც მოჰყვა შესაბამისი საქონლის გაშვება ან სამსახურის მიერ არ იქნა განხორციელებული საქონლის შეჩერების შესაბამისი პროცედურები. პროექტი მათ შორის ითვალისწინებს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა: უფლების მფლობელის უფლებების დაცვა; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები და რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება; შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება; შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება; საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, ამასთან პროექტი ასევე ითვალისწინებს საქონლის ჩამორთმევასა და განადგურებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. კანონის პროექტის მიხედვით, ეს კანონი არ გავრცელდება არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან ხელბარგში ან/და განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის; ორიგინალ საქონელზე; და საქონელზე, რომელიც დამზადებულია უფლების მფლობელის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელსა და აღნიშნულ პირს შორის შეთანხმებულ რაოდენობაზე გადაჭარბებით. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ცხადდება „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის №2159 კანონი) 

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/93, 08.06.2017),  I მოსმენა 

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე) თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე) 

         (კანონპროექტით დგინდება საავტორო უფლების მოქმედების ვადა თანაავტორობით შექმნილი ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე; ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისათვის, რომელიც გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთი პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში; დგინდება შემსრულებლის უფლება, შეწყვიტოს ფონოგრამის დამამზადებელთან მისი შესრულების ჩანაწერზე უფლების გადაცემის ხელშეკრულება, როდესაც ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს; ზუსტდება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლების გამოთხოვის/განადგურების საკითხი)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

         (კანონპროექტით ახლებურად განიმარტება ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია, ამასთან ემატება ახალი ტერმინები: მცენარეთა დაცვის საშუალებები, დაცვის დამატებითი მოწმობა და უფლებამოსილი ორგანო; განისაზღვრება დაცვის დამატებითი მოწმობით პატენტის მოქმედების ვადის საკითხი; კანონპროექტის მიხედვით დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოების, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ასლის შენარჩუნებისათვის გადაიხდება საფასური; განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა გამოგონების გამოყენება ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის, აგრეთვე პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად საჭირო კვლევებისა და სხვა პროცედურების წარმოება, თუ აღნიშნული პროდუქტი არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის, პატენტის ვადის გასვლამდე. გათვალისწინებულია პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებაზე სავალდებულო ლიცენზიის გაცემა და წესრიგდება მის გაცემასთან დაკავშირებული რეგულაციები; კანონს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვის საკითხებს) 

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

         (კოდექსს ემატება კარი, რომლითაც განისაზღვრება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეებზე სამართალწარმოების თავისებურებები;  განიმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ტერმინები, აგრეთვე რეგულირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხები; გათვალისწინებულია ასევე სამართალწარმოების პროცესში ინფორმაციის მიღების უფლების მარეგულირებელი ნორმები) 

7.      საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დაცვის საკითხებს, კერძოდ, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებებს ამ უფლების დარღვევისას, სასამართლოს ჩართულობას აღნიშნულ პროცესში, აგრეთვე აღნიშნული უფლების დარღვევისათვის უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებს) 

8.      საქართველოს კანონის პროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (წარმოდგენილი ცვლილება არეგულირებს პესტიციდების რეგისტრაციისათვის წარდგენილი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; განსაზღვრავს რეგისტრანტის მიერ წარდგენილი მონაცემების დაცვის პერიოდს, აგრეთვე ადგენს პესტიციდების პირველადი რეგისტრაციისათვის და შემდგომში სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შესწორების შესატანად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცდის ან კვლევის ანგარიშის წარდგენის აუცილებლობას, რათა დასაშვები გახდეს მისი გამოყენება მცენარეთა სხვა კულტურების მიმართ) 

9.      საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონპროექტით განიმარტება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის დეფინიცია, რეგულირდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები მისი დარღვევისას, სასამართლოს ჩართულობა აღნიშნულ პროცესში, აგრეთვე აღნიშნული უფლების დარღვევისათვის უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხები. გარდა ამისა დგინდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის ან მომსახურების მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება) 

10.    საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონს ემატება მსგავსი ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია, აგრეთვე განისაზღვრება საქართველოს ბაზარზე დაშვების ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ექსკლუზიურობის დაცვის ზოგადი წესი და ვადები)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/83, 10.07.2017), I მოსმენა                       

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად განისაზღვრა ტერმინის - „ფორს-მაჟორი“ განმარტება. სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების საერთო მოცულობა, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%-ს (ნაცვლად 2%-ა). გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პარლამენტთან შეუთანხმებლად განკარგონ შესაბამის ფონდებში გადატანილი თავისუფალი სახსრები, თავდაპირველი წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით დამტკიცებული ამ ფონდების მოცულობის არაუმეტეს 10%-სა. ხოლო თუ ზემოხსენებული ფონდებიდან ხარჯვის საჭიროება გადააჭარბებს დადგენილ 10%-ან ზღვარს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი. ამასთან, პროექტის შესაბამისად, აღნიშნული დებულების მოქმედება არ გავრცელდება მხარჯავი დაწესებულებების მიერ ფორს-მაჟორით გამოწვეული შემთხვევების შედეგის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილ თანხებზე)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/74, 15.06.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება ვეტერინარიის მაგისტრის ტერმინის განმარტება, აგრეთვე განიმარტება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარის სერტიფიკატი და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. წესრიგდება ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აგრეთვე შესაბამის მუხლებში აისახება აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი საკითხები (სასწავლო გრანტის მიღების, ეროვნული გამოცდების, საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საკითხები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

13.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის  შეთანხმების“ (#07-1/11, 15.08.2017) რატიფიცირების შესახებ“

            (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

       „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/132, 29.09.2017), I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდება 2019 საბიუჯეტო წლისათვის (ნაცვლად 2018 წლისა). გარდა ამისა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება, კერძოდ, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

15.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2011 წლის 7 ოქტომბრის „საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმების“ (N07-2/124; 15.09.2017) რატიფიცირების თაობაზე“

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძელაშა ხუციშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

16.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/81, 25.05.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(კანონპროექტით საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ტერმინში ემატება საგადახდო სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; წესრიგდება საკრედიტო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული, აგრეთვე საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის საკითხები; დგინდება შიდააუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები; უქმდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება; განისაზღვრება ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის ფუნქციები; დგინდება ეროვნული ბანკის ახალი უფლებამოსილებები ზედამხედველობის კუთხით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნებისათვის; განისაზღვრება დამატებითი საფუძვლები, როცა ეროვნული ბანკი უარს ეუბნება პირს საფინანსო სექტორის რომელიმე სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე, აგრეთვე ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები; იხვეწება მომსახურების გაწევისას (მათ შორის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხი; ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს ეძლევათ ვადა დარეგისტრირდნენ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად, ან გააფორმონ საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულება საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან)

17.    საქართველოს კანონის პროექტი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით ფართოვდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი; განისაზღვრება ლიცენზირებაზე თანხმობის/უარის თქმის დეტალური საფუძვლები; საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში; ზუსტდება მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი ქმედებები; თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებით ინფორმაციის წარმოდგენა, იგი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ლიცენზირებისათვის განსაზღვრული სხვა ინფორმაციაც (მათ შორის კონფიდენციალური); ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტით დაადგინოს კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღვანელობს კომერციული ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე ცალკე ნორმატიული აქტით დაადგინოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი)

18.    საქართველოს კანონის პროექტი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისსაკრედიტო კავშირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპად განისაზღვრება ერთი და იგივე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ფიზიკური პირების საერთო ნიშნით გაერთიანება; საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 ფიზიკურ პირს)

19.    საქართველოს კანონის პროექტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,   I მოსმენა

         (ახლებურად ყალიბდება ელექტრონული ფულის, აგრეთვე ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ტერმინები; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტით დაადგინოს საგადახდო სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები; განისაზღვრება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები; წესრიგდება ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთა ვალდებულებები)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით საგადახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიმართ, აღარ გავრცელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშებზე განთავსებული კლიენტის სახსრების მიმართ; გარდა ამისა, კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან ეროვნულ ბანკში გადატანა)

21.    საქართველოს კანონის პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა  

         (კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება მნიშვნელოვანი წილის დეფინიცია; განიმარტება ახალი ტერმინები, როგორიცაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, ბენეფიციარი მესაკუთრე, საზედამხედველო კაპიტალი, განცხადებული კაპიტალი, დაკავშირებული პირი; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი; მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღამატებოდეს ასი ათას ლარს (ნაცვლად 50 ათასისა); კანონპროექტით პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ ის შემჩნეულია კანონმდებლობის დარღვევაში ან არაჯანსაღ, საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკაში; გარდა ამისა წესრიგდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოსაყენებელი სანქციები)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა; გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით განსაზღვრულ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან ხდება კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტზე მითითების ამოღება; ვალის გადაკისრებისას მოთხოვნის მფლობელის თანხმობა საჭირო არ იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; კანონპროექტი ადგენს მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის ფიქსირებული ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის შესაძლებლობას)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვი თუ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენისათვის, არ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე; გარდა ამისა, დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმუნიტეტის მარეგულირებელი რეგულაცია)

25.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონპროექტით ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალს ემატება საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, სანქციის სახით მოითხოვოს მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება, ან შეზღუდვა ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში; უქმდება შესაბამისი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით ვადის განსაზღვრის შესაძლებლობა საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის ლიცენზიის გაუქმების პროცესში)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების, ასევე ანგარიშების, რომელზეც წარდგენილია საინკასო დავალება, სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა. აღნიშნული ნორმა გავრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ასევე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღებსა და საინკასო დავალებებზე)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონპროექტით დგინდება მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საგადახდო სისტემის ოპერატორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისათვის)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონპროექტით დგინდება საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობისათვის სალიცენზიო მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობები; აგრეთვე საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის და საბროკერო საქმიანობისათვის, აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობისათვის მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობები) 

29.    საქართველოს კანონის პროექტი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა 

         (კანონიდან ხდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დეფინიციის და მასთან დაკავშირებული დებულების ამოღება)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (საზოგადოებრივი დაინტერესების პირის დეფინიციიდან ამოდის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება)

31.    საქართველოს კანონის პროექტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,  I მოსმენა

         (კანონიდან ხდება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დეფინიციების და მათთან დაკავშირებული დებულებების ამოღება)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება ასი ათას ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტით) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება მიკროსაფინანსო ორგანოზაციაზე, თუ იგი თამასუქს ოცზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს)

33.    საქართველოს კანონის პროექტი რეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით აკრძალულია დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება ისეთი მეწარმე სუბიექტის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული ან ლიცენზირებული ეროვნული ბანკის მიერ, გარდა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(კანონპროექტის მიხედვით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო განიმარტება როგორც სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა)

        II    განსახილველი  საკითხები: 

1.      საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა არჩევის საკითხი (#16284, 12.10.2017). 

(მომხსენებელი - საქართველოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია) 

2.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების (#07-2/115, 14.08.2017) რატიფიცირების თაობაზე“

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/131, 28.09.2017), II მოსმენა        

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე) 

(წარმოდგენილი ცვლილებით  გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელი იქნება, თუ პირს სურს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. აღნიშნულ შემთხვევაში გვარების გაერთიანება დაუშვებელი იქნება თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/85, 21.07.2017), II მოსმენა        

(საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (კანონის პროექტით მუხლებში, რომლებიც განსაზღვრავენ - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, და შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება, ხდება მითითებითი ნორმების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა) 

5.      საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ (#07-2/106, 25.07.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება მთელი რიგი საკითხების ახლებური მოწესრიგება, კერძოდ: ახლებურად განისაზღვრა სახელმწიფო ჯილდოების სახეობები და სახელმწიფო ჯილდოების ჩამონათვალს დაემატა - „შოთა რუსთაველის სახელობის პრემია“, „საქართველოს ეროვნული პრემია“ და „ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია“. „შოთა რუსთაველის სახელობის პრემია“ გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, „საქართველოს ეროვნული პრემია“ გაიცემა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, იურიდიულ, სამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელ, საინჟინრო მეცნიერებების დარგებში მიღწეული შესაბამისი წარმატებისათვის, ხოლო „ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია“ გაიცემა ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ არაუმეტეს  ხუთი პრემიისა, საქართველოს ეროვნული პრემია - ყოველწლიურად არაუმეტეს ორი პრემიისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ორ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთი პრემიისა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი და პირობები. განისაზღვრა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობებიც. პროექტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა,  ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები დაამტკიცონ შესაბამისი ჯილდოებით დაჯილდოებული პირებისათვის. კანონის პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება მათ შორის „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/129, 22.09.2017), II მოსმენა

            (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ წულაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (კანონპროექტის მიხედვით, გრანტის მიმღები შესაძლებელია იყოს აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შეიცავდეს აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/482, 05.05.2016), II მოსმენა   

(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა; მომხსენებელი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონის პროექტის შესაბამისად გრანტის გამცემი (დონორი) ასევე შეიძლება იყოს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტრო. ამასთან დაკონკრეტდა შესაბამისი პროცედურები და პირობები, იმ შემთხვევაში, თუ გრანტის გამცემია აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტრო, კერძოდ: გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტრო განსახილველად წარუდგენს აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/94, 14.06.2017),  II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი)

         (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობის და კოორდინატების დაზუსტება)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ცვლილებით ზუსტდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ბუნების ძეგლის ფართობი და კოორდინატები, კერძოდ, ცვლილება შეეხება ბალდის კანიონის, ონიორის ჩანჩქერის და ტობის პირველი მღვიმის, აგრეთვე ტობის ჩანჩქერის და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის, ჯორწყუს მღვიმის, ოჩხომურის ჩანჩქერის, მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლებს. კანონიდან ხდება მოთენას მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლის ამოღება. გარდა ამისა, ზუსტდება ასევე ჩხოროწყუს, წალკის, თეთრიწყაროს, ტყიბულის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ძეგლის ფართობები და კოორდინატები)

11.    საქართველოს კანონის პროექტი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ცვლილებით იმერეთის მღვიმეების ბუნების ძეგლებიდან ხდება ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლის ამოღება. გარდა ამისა, ზუსტდება სათაფლიის აღკვეთილის ფართობი და კოორდინატები, განისაზღვრება იმერეთის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეების კოორდინატები)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონპროექტით ზუსტდება თბილისის ეროვნული პარკის ფართობი და კოორდინატები (პარკის საზღვრებიდან ხდება ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის და სოფ.კევლიანთან მდებარე ბნელი საყდრის ტერიტორიის გამოტანა)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/133, 05.10.2017),  II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

            (წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების პრევენციის, ასევე საზღვაო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეს დოკუმენტი უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ. პროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ რეგულაციებს, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მთავრობამ ზემოხსენებული დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს 2022 წლის პირველ სექტემბრამდე)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/99, 28.06.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები გავრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს პირველადი პროდუქციის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს; კოდექსს ემატება რამდენიმე ტერმინის განმარტება, კერძოდ, ცხოველური წარმოშობის სურსათი, საცალო ვაჭრობა, განკარგვა; ევროკომისიის შესაბამისი რეგულაციის საფუძველზე ახლებურად განიმარტება რამდენიმე ტერმინი; სავალდებულო ხდება იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვასთან, ასევე მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომლებიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება; დგინდება ბიზნესოპერატორის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებები არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისი ან  ეტიკეტირების წესის დარღვევით განთავსებული პრეპარატის შემთხვევაში; ზუსტდება ინსპექტირების და მონიტორინგის პროცედურები; შესაძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე იქნეს შემოტანილი ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული; გათვალისწინებულია ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერის შესაძლებლობა; ცვლილება ეხება კოდექსით რეგულირებლ სფეროში არსებულ რამდენიმე სამართალდარღვევას)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად ყალიბდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის არსებული რეგულაცია; განისაზღვრება პასუხისმგებლობა პასტიციდისა და აგროქომიკატის რეალიზაციის წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ხდება ამ სამართალდარღვევასთან მიმართებით სამართალდამრღვევი სუბიექტების მიხედვით სანქციების კორექტირება)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/69, 18.05.2017) I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონის პრეამბულიდან ხდება ტერმინის - „საპენსიო პაკეტი“ ამოღება. დაზუსტდა პენსიის განმარტება, კერძოდ ნაცვლად ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობისა, პროექტის მიხედვით პენსია არის პირისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული მხოლოდ ყოველთვიური ფულადი სარგებელი. შესაბამისი მიზნებისათვის იქმნება და კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. გარდა ამისა, პენსიის შეჩერების საფუძვლებს ასევე ემატება სხვა საფუძველი, თუ იგი გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განახლების საფუძველი შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/123, 13.09.2017),  I მოსმენა      

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ზაზა სოფრომაძე და ნინო ბერძული; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, თუ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნუსხით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა. ამასთან გათვალისწინებულია მთელი რიგი შესაბამისი ნივთიერებების დამატება სიებში, რომლებიც ითვალისწინებენ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს; და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხას)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებსაქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ნივთიერებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას და განსაზღვრულიანარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა დაფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზეგაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით, ამასთან, კანონს გარდამავალი დებულებების სახით დაემატა დათქმა, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული დეფინიცია მოქმედებს შესაბამისი ნივთიერებების ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის №1 დანართში (ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული აშუალებები) ასახვამდე)

19.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13954, 04.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე)

20.    საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N14814, 18.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე)

21.    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13993, 05.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

22.    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის 2016-2017 წლის ანგარიში (#14279, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

23.    საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#14264, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია

24.    საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13974, 04.09.2017).

(მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის      კომიტეტის          თავმჯდომარე   სოფიო   კილაძე

25.    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიისა და 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#14207, 07.09.2017).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

26.    საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2016-21017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N14025, 05.09.2017).

           (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი)

27.    საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული მუშაობის ანგარიში (N13977; 04.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში

28.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/16, 28.02.2017), I მოსმენა

(საპარლამენტო ფრაქციის „საქართველოს პატრიოტები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით პარლამენტის წევრების მიერ განცხადებებით გამოსვლის შესაძლებლობა გათვალისწინებულია ყოველ პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, 1 საათით. ეს დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გამომსვლელთა რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით) 

29.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

30.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

31.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N10055, 15.06.2017).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანიოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი)