empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 15 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

  

საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი 

        I   კენჭსაყრელი საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/99, 28.06.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე)

         (კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები გავრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს პირველადი პროდუქციის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს; კოდექსს ემატება რამდენიმე ტერმინის განმარტება, კერძოდ, ცხოველური წარმოშობის სურსათი, საცალო ვაჭრობა, განკარგვა; ევროკომისიის შესაბამისი რეგულაციის საფუძველზე ახლებურად განიმარტება რამდენიმე ტერმინი; სავალდებულო ხდება იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვასთან, ასევე მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომლებიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება; დგინდება ბიზნესოპერატორის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებები არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისი ან  ეტიკეტირების წესის დარღვევით განთავსებული პრეპარატის შემთხვევაში; ზუსტდება ინსპექტირების და მონიტორინგის პროცედურები; შესაძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე იქნეს შემოტანილი ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული; გათვალისწინებულია ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერის შესაძლებლობა; ცვლილება ეხება კოდექსით რეგულირებლ სფეროში არსებულ რამდენიმე სამართალდარღვევას)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად ყალიბდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის არსებული რეგულაცია; განისაზღვრება პასუხისმგებლობა პასტიციდისა და აგროქომიკატის რეალიზაციის წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ხდება ამ სამართალდარღვევასთან მიმართებით სამართალდამრღვევი სუბიექტების მიხედვით სანქციების კორექტირება)

3.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/81, 25.05.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(კანონპროექტით საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ტერმინში ემატება საგადახდო სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; წესრიგდება საკრედიტო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული, აგრეთვე საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის საკითხები; დგინდება შიდააუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები; უქმდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება; განისაზღვრება ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის ფუნქციები; დგინდება ეროვნული ბანკის ახალი უფლებამოსილებები ზედამხედველობის კუთხით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნებისათვის; განისაზღვრება დამატებითი საფუძვლები, როცა ეროვნული ბანკი უარს ეუბნება პირს საფინანსო სექტორის რომელიმე სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე, აგრეთვე ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები; იხვეწება მომსახურების გაწევისას (მათ შორის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხი; ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს ეძლევათ ვადა დარეგისტრირდნენ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად, ან გააფორმონ საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულება საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან)

4.      საქართველოს კანონის პროექტი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით ფართოვდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი; განისაზღვრება ლიცენზირებაზე თანხმობის/უარის თქმის დეტალური საფუძვლები; საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში; ზუსტდება მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი ქმედებები; თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებით ინფორმაციის წარმოდგენა, იგი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ლიცენზირებისათვის განსაზღვრული სხვა ინფორმაციაც (მათ შორის კონფიდენციალური); ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტით დაადგინოს კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღვანელობს კომერციული ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე ცალკე ნორმატიული აქტით დაადგინოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი)

5.      საქართველოს კანონის პროექტი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისსაკრედიტო კავშირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპად განისაზღვრება ერთი და იგივე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ფიზიკური პირების საერთო ნიშნით გაერთიანება; საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 ფიზიკურ პირს)

6.      საქართველოს კანონის პროექტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,  I მოსმენა

         (ახლებურად ყალიბდება ელექტრონული ფულის, აგრეთვე ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ტერმინები; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტით დაადგინოს საგადახდო სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები; განისაზღვრება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები; წესრიგდება ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთა ვალდებულებები)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით საგადახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიმართ, აღარ გავრცელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშებზე განთავსებული კლიენტის სახსრების მიმართ; გარდა ამისა, კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან ეროვნულ ბანკში გადატანა)

8.      საქართველოს კანონის პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა  

         (კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება მნიშვნელოვანი წილის დეფინიცია; განიმარტება ახალი ტერმინები, როგორიცაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, ბენეფიციარი მესაკუთრე, საზედამხედველო კაპიტალი, განცხადებული კაპიტალი, დაკავშირებული პირი; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი; მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღამატებოდეს ასი ათას ლარს (ნაცვლად 50 ათასისა); კანონპროექტით პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ ის შემჩნეულია კანონმდებლობის დარღვევაში ან არაჯანსაღ, საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკაში; გარდა ამისა წესრიგდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოსაყენებელი სანქციები)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა; გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით განსაზღვრულ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან ხდება კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტზე მითითების ამოღება; ვალის გადაკისრებისას მოთხოვნის მფლობელის თანხმობა საჭირო არ იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; კანონპროექტი ადგენს მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის ფიქსირებული ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის შესაძლებლობას)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვი თუ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენისათვის, არ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე; გარდა ამისა, დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმუნიტეტის მარეგულირებელი რეგულაცია)

12.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონპროექტით ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალს ემატება საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, სანქციის სახით მოითხოვოს მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება, ან შეზღუდვა ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში; უქმდება შესაბამისი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით ვადის განსაზღვრის შესაძლებლობა საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის ლიცენზიის გაუქმების პროცესში)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების, ასევე ანგარიშების, რომელზეც წარდგენილია საინკასო დავალება, სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა. აღნიშნული ნორმა გავრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ასევე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღებსა და საინკასო დავალებებზე)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონპროექტით დგინდება მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საგადახდო სისტემის ოპერატორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისათვის)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით დგინდება საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობისათვის სალიცენზიო მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობები; აგრეთვე საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის და საბროკერო საქმიანობისათვის, აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობისათვის მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობები)

16.    საქართველოს კანონის პროექტი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონიდან ხდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დეფინიციის და მასთან დაკავშირებული დებულების ამოღება)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (საზოგადოებრივი დაინტერესების პირის დეფინიციიდან ამოდის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება)

18.    საქართველოს კანონის პროექტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,  I მოსმენა

         (კანონიდან ხდება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დეფინიციების და მათთან დაკავშირებული დებულებების ამოღება)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება ასი ათას ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტით) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება მიკროსაფინანსო ორგანოზაციაზე, თუ იგი თამასუქს ოცზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს)

20.    საქართველოს კანონის პროექტი რეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით აკრძალულია დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება ისეთი მეწარმე სუბიექტის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული ან ლიცენზირებული ეროვნული ბანკის მიერ, გარდა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

(კანონპროექტის მიხედვით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო განიმარტება როგორც სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა)

22.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/66, 31.05.2017), I მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შეთანხმებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით; გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს სახალხო დამცველის აპარატის უფროსის თანამდებობის შემოღებას)

23.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შეთანხმებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით)

 

          II  განსახილველი  საკითხები:

1.        საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/106, 22.11.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას, დავით სონღულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ დანელია, დავით სონღულაშვილი)

(მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები იქნება აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არა უმეტეს ოთხი მოადგილისა)

2.        საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (#07-2/91, 08.06.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე)

           (წარმოდგენილი პროექტით, შესაბამისი მოთხოვნებისა და თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის აღსრულების მიზნით, იქმნება მზღვეველთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“, რომლის მართვის ორგანოებია წევრთა საერთო კრება და ცენტრის დირექტორი. პროექტით ასევე განისაზღვრა მათი უფლებამოსილებაც. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის განზრახვის მქონე ყველა მზღვეველი ვალდებულია, შესაბამისი წესით გახდეს „ცენტრის“ წევრი. გათვალისწინებულია სავალდებულო დაზღვევის პირობები და ზიანი, რომელიც არ ანაზღაურდება მზღვეველების მიერ, ასევე დაზღვევის პერიოდი და სადაზღვევო პრემიის ოდენობა ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების და სადაზღვევო პერიოდის მიხედვით. განისაზღვრა სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულება, კერძოდ დაზარალებული (მემკვიდრე) ვალდებულია წერილობით მიმართოს „ცენტრს“ თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. ამასთან, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ, „ცენტრს“ უფლება აქვს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამის შემთხვევებში. სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის ყველა აუცილებელი მონაცემისა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით, ცენტრში იქმნება „ელექტრონული ბაზა“. გათვალისწინებულია ასევე სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე და ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე. პროექტის მიხედვით, შესაბამისი სუბიექტები ვალდებულნი არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა უშუალოდ საქმიანობის განხორციელებისას. გარდა ამისა, დავა, რომელიც წარმოიშობა ამ კანონის  ამოქმედების ფარგლებში, განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

3.        საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

           (წარმოდგენილი ცვლილებით დგინდება პასუხისმგებლობის ზომა უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მძღოლის) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე მოძრაობისათვის. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მფლობელს (მძღოლს) ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 2-დღიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

           (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9  მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის განცალკევებულ ანგარიშზე, რომლიდანაც „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას)

5.      საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/101, 02.11.2017), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის 116 წევრის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)  

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო  დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ (N07-2/128, 21.09.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს; აღნიშნული კანონის მოქმედება გავრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პროფესილ საჯარო მოხელეზე, და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე; იქვე კეთდება ჩამონათვალი იმ პირებისა, ვისზეც არ გავრცელდება კანონის მოქმედება; კანონპროექტი ასევე ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს. განიმარტება საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობა და დანიშნულება, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასი დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლები; დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით; კანონპროექტის დანართით განისაზღვრება კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით; კანონპროექტი ითვალისწინებს რეგულაციებს გარდამავალი პერიოდისთვის)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება და დეფინიციაში მას ემატება თავად სახელმწიფო მოსამსახურის მოადგილის თანამდებობაც; შესაბამის ჩამონათვალს ემატება რამდენიმე თანამდებობა, რომლებზეც ასევე არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება; მთელ რიგ მუხლებში ვადების ათვლისას სამუშაო დღეების ნაცვლად ხდება კალენდარულ დღეებზე მითითება; ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და შრომითი გასამრჯელოს ნაცვლად მიეთითება შრომის ანაზღაურება; კანონპროექტი ითვალისწინებს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში მისთვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად განაცდური პერიოდის ნამსახურების დანამატის მიცემის საკითხს; ცვლილება ეხება შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში პირის მიღების წესს; კანონპროექტში მოცემულია გარდამავალი ხასიათის რეგულაციები)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილება და შესაბამის მუხლში აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას, ფულად ჯილდოს და სხვა დანამატებს)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის  თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტერმინი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) იცვლება ტერმინით - თანამდებობრივი სარგო; გარდა ამისა გარდამავალი მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭება)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით შესაბამის მუხლებში ცვლილება შედის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის კუთხით და შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან)

 11.    საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით შესაბამის მუხლში პრემიის ნაცვლად განისაზღვრება „ფულადი ჯილდო“, ხოლო ხელფასი ჩანაცვლდება „თანამდებობრივი სარგოთი“ (როგორც დისციპლინური სამართალწარმოების დროს დასაკავებელი ანაზღაურება)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით ცვლილება შედის მუხლში, რომელიც განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის მიერ აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ფორმების გამოყენების წესებს და გამოყენებული ტერმინის „პრემიის“ ნაცვლად განისაზღვრება ტერმინი „ფულადი ჯილდო“)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონს ემატება  ნორმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიებს ნორმატიული აქტით განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონში ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება, კერძოდ, შესაბამის მუხლში პრემია ჩანაცვლდება ფულადი ჯილდოთი, აგრეთვე განსაზღვრულია სახელფასო დანამატი, როგორც შრომის ანაზღაურების კომპონენტი)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონში ტერმინი „შრომითი გასამრჯელო“ იცვლება ტერმინით „შრომის ანაზღაურება (ხელფასი)“)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებთან მიმართებით შესაბამის მუხლში ტერმინი „პრემია“ ჩანაცვლდება ტერმინით „ფულადი ჯილდო“)

17.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ, II მოსმენა  

         (ორგანული კანონის პროექტით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30- დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, ასევე დგინდება რომ ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ცესკო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ხელფასის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი შრომის ანაზღაურება); აგრეთვე კოდექსის შესაბამის მუხლში გამოყენებული იქნება ანაზღაურების გარეშე შვებულება უხელფასო შვებულების ნაცვლად)

18.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ამავე კანონის შესაბამისად განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა. გარდა ამისა, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოსა  და სახელფასო დანამატის სახით (ნაცვლად ტერმინებისა - პრემია და დანამატი)

19.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებში კონკრეტდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით  მუნიციპალიტეტის მერის  და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება; აგრეთვე მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/87, 01.06.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონპროექტით კოდექსს ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი, კერძოდ, განიმარტება მეტეოროლოგიური ინფორმაცია, საჰაერო მოძრაობის ორგანიზება, საჰაერო სივრცის დიზაინი, ჰაერსანაოსნო მონაცემები. კანონპროექტით კოდექსის მიზნებად განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტების დადგენა, სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მიერ სამოქალაქო ავიაციაში დადგენილი საზომი ერთეულების გამოყენების დამტკიცება; ახლებურად ყალიბდება სააერნაოსნო მომსახურებასა და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საკითხები; კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც არეგულირებს უსაფრთხოების მითითების გაცემის წესს. განისაზღვრება სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ხდება მთელი რიგი ნორმების დახვეწა და ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა)

21.      საქართველოს კანონის პროექტი დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-2/102, 17.07.2017), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად განისაზღვრა საზედამხედველო საფასურის ცნება. დადგინდა, რომ მზღვეველის საქმიანობა ექვემდებარება შიდა აუდიტორულ შემოწმებას, რომლის ძირითადი მიზანია მზღვეველის მიმდინარე საქმიანობის კანონშესაბამისობის და სისწორის შემოწმება, მისი ადექვატურობის, ეფექტურობისა და მართვის შიდა სისტემების შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი. განისაზღვრება შიდა აუდიტთან და აუდისტის სამსახურის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი თავისებურებანი. პროექტის მიხედვით, შიდა აუდიტის ფუნქციას ახორციელებს შიდა აუდიტორი, ან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეულიშიდა აუდიტის სამსახური, რომლის უფროსს და თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ხმათა უმრავლესობით, შიდა აუდიტის სამსახური/შიდა აუდიტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. პროექტი ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას უზრუნველყოს შიდა აუდიტორული ფუნქციის შეუფერხებელი განხორციელება და ამ მიზნით შეუქმნას შიდა აუდიტის სამსახურს/შიდა აუდიტორს თავისი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი  ყველა  პირობა. განისაზღვრა საზედამხედველო საფასურის განაკვეთი და მისი გადახდის წესი, ასევე ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები. პროექტის მიხედვით, მზღვეველები ვალდებული არიან მიმდინარე საზედამხედველო საფასური გადაიხადონ წინა კალენდარული წლის საზედამხედველო საფასურის მიხედვითარაუგვიანეს 10 იანვრისა – 25 პროცენტი, არაუგვიანეს 10 აპრილისა – 25 პროცენტი, არაუგვიანეს 10 ივლისისა – 25 პროცენტი და არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა – 25 პროცენტი. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციებს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

22.      საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/140, 30.10.2017), I მოსმენა

              (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

           (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლებში იცვლება კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი, კერძოდ: - „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება)“ იცვლება ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, ხოლო „ტესტირების ცენტრი“ იცვლება „ინსპექტირების ცენტრით“. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. პროექტის მიხედვით, შესაბამისი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ცენტრის წერილობითი მოთხოვნისა და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საფუძველზე. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში. ამასთან, ტესტირების ცენტრი ვალდებული იქნება ყოველი თვის 10 რიცხვამდე, შესაბამისი ფორმით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი სახის გარდამავალ რეგულაციებს)

23.      საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

           (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლში ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში“ იცვლება და განისაზღვრება ტერმინი -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი“)

24.      საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

           (კანონის პროექტის მიხედვით ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები“ იცვლება ტერმინით -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები“)

25.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

           (კანონის პროექტის მიხედვით „გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება“ შეიცვალა ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, გარდა ამისა ახლებურად განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, რაც გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება კოდექსით წესით. პროექტით აგრეთვე  გათვალისწინებულია სათანადო სახის ტექნიკური ცვლილებების განხორციელება შესაბამის მუხლებშიც)

                              ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

26.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/153, 07.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(წარმოდგენილი ცვლილებით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის - 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ამასთან, 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას ექნება უფლება მოახდინოს იერარქიულ რანგებში გადანაწილებასთან/საშტატო ნუსხების განსაზღვრასთან  დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო აღნიშნული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგისა და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება. გარდა ამისა, შრომის ანაზღაურების ნაწილში კეთდება სპეციალური მითითება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში)

                     (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/108, 07.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე იურიდიულ დახმარებას განახორციელებს აგრეთვე უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ, საქართველოს შრომის კოდექსიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საკითხებზე; შესაძლებელი ხდება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევაში; დგინდება კონკრეტული მოთხოვნები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენ კანდიდატთა მიმართ; განისაზღვრება იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების როტაციის წესი (ყოველწლიურად 1/3-ით განახლება დამნიშვნელი სუბიექტების მიერ), გარდამავალი დებულებით კი დგინდება თავდაპირველად აღნიშნული როტაციის განხორციელების ერთჯერადი წესი)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, ღია კონკურსის წესით, ირჩევს აღმასრულებელი საბჭო. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად უნდა შეირჩეს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება)

                            (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/109, 07.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა კიკნაველიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

31.    საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში არსებული ტერმინის - „ფულადი პრემია“ ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი - „ფულადი ჯილდო“)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით)

36.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას და სხვა დანამატებს (ჩანაწერიდან ხდება „პრემიის“ ამოღება)

                        (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

37.      საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (#07-2/145, 09.11.2017), I მოსმენა   

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

           (კანონის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის განისაზღვრება შესაბამისი წესით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. ცვლილების მიხედვით, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო და კადრის მოსამსახურეები. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველი) ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნები. გარდა ამისა, ცენტრალურ გამწვევ კომისიაშიშევლენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებიც. ამასთან, პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაციების ამსახველი შესაბამისი ნორმა)

38.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

           (კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამხედრო სავალდებულო სამსახური. ამასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირებს ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მიანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას, და ისინი ინიშნებიან უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გაწვევის საფუძველზე ჩარიცხულნი არიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილი იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან  საკონტრაქტო სამსახურის სახითც. პროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში და საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელები ირიცხებიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით და სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელებს სამხედრო ვალდებულება ეთვლებათ მოხდილად, რის შემდეგაც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხებიან რიგითის სამხედრო წოდებით. ცვლილების შესაბამისად, თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო. ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით)

39.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ(#07-3/79, 28.06.2017) I მოსმენა 

              (30000 ამომრჩევლის ინიციატივა; მომხსენებელნი: ირმა პავლიაშვილი, მაია კუპრავა-შარვაშიძე, თამარ აბრამიშვილი, ელენე რუსეცკაია, ციცინო ბაკურაძე. (ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force). თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით).

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

40.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/90, 21.09.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის ინიციატივა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს თავისუფლების ორდენის ნაცვლად საქართველოს პარლამენტში დაწესდება თავისუფლების საპარლამენტო ორდენი; პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე (აპარატის უფროსის წარდგინების გარეშე). გარდა ამისა, ცვლილება ეხება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესს და მის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად იქნებიან ფრაქციების თითო წარმომადგენელი)

41.      საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/103, 09.11.2017), I მოსმენა   

              (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

           (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, კონკრეტული ნორმიდან, სადაც განსაზღვრულია, რომ შესაბამისი გარემოების დადგომამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხდება ამოღება  ჩანაწერისა, რომლის მიხედვითაც - საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს უნდა შეადგენდეს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

42.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N20197, 11.12.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

43.      საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა (იოსებ ვარძელაშვილი, ქეთევან ბექაური, თეა ჯუღელი, ემზარ პაქსაძე)  არჩევის საკითხი (#16284, 12.10.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

44.      საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13993, 05.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

45.      საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის 2016-2017 წლის ანგარიში (#14279, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

46.      საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#14264, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია

47.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

              (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

48.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

           (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

49.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N10055, 15.06.2017).

              (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანიოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი)

50.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)