empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 28-30 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

კენჭსაყრელი საკითხები

1.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავარ აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N7705, 15.05.2017).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი აბესაძე)

2.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ (N7598, 11.05.2017)

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/42, 21.03.2017), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება სასჯელების ლიბერალიზაცია ეკონომიკური სახის მთელ რიგ დანაშაულებთან მიმართებაში, კერძოდ, სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთა ზოგიერთ დანაშაულთან დაკავშირებით იცვლება შინაპატიმრობით, ან ხდება თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირება. გარდა ამისა, ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მომხმარებლის მოტყუებისათვის)

(იხკვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია ცალკეული ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის ლიბერალიზაცია. აღნიშნული ცვლილების ამოქმედება გათვალისწინებულია 2017 წლის 1 ივლისიდან)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/27, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით (ნაცვლად20 პროცენტისა), თუ „საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)

(იხკვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

        განსახილველი  საკითხები:  

1.      საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/58, 11.05.2017)  III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე)

         (კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იქნება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში - მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/49, 24.04.2017) III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გიორგი ხატიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გიორგი ხატიძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, დეფინიციიდან, რომელიც ეხება საქმისწარმოების  მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს, ამოდის ჩანაწერი -დო­კუ­მენტის ელექ­ტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იუ­რი­­დიული ძალა, როგო­რიც ამ დოკუმენტს. გარდა ამისა, ზუსტდება, რომ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს (ხდება საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის შესაბამის მუხლზე მითითების ამოღება). ამასთან, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ეკვიზიტებს ემატება ნაწილი, რომლის შესაბამისადაც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/54, 10.05.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს ემატება სიგარაბარის მოწყობის ნებართვის განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება 15 000 ლარით)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა  

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, კანონს ემატება ნებართვის სახე - სიგარაბარის მოწყობისათვის)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/68, 17.05.2017) I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს, ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე და დაცულ ტერიტორიებზე) ხეების მოჭრის და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე, ხოლო ამ პროცედურით მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ახორციელებს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო, და ეს რესურსი საწყობდება მათ მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, შესაბამის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტს განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი. ამასთან განისაზღვრა ცენტრთან კონკრეტული ქმედებების შეთანხმების პირობებიც)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/69, 18.05.2017) I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონის პრეამბულიდან ხდება ტერმინის - „საპენსიო პაკეტი“ ამოღება. დაზუსტდა პენსიის განმარტება, კერძოდ ნაცვლად ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობისა, პროექტის მიხედვით პენსია არის პირისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული მხოლოდ ყოველთვიური ფულადი სარგებელი. შესაბამისი მიზნებისათვის იქმნება და კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. გარდა ამისა, პენსიის შეჩერების საფუძვლებს ასევე ემატება სხვა საფუძველი, თუ იგი გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განახლების საფუძველი შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან)

7.      საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (N07-2/82, 25.05.2017).

         (მომხსენებელი - საქართველოს  ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი,  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

8.      სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ (N10018, 15.05.2017).

            (მომხსენებელი - საქართველოს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია)

9.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/16, 28.02.2017), I მოსმენა

(საპარლამენტო ფრაქციის „საქართველოს პატრიოტები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით პარლამენტის წევრების მიერ განცხადებებით გამოსვლის შესაძლებლობა გათვალისწინებულია ყოველ პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, 1 საათით. ეს დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გამომსვლელთა რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ #07-3/36, 17.03.2017), I მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 500 ათას ლარზე მეტით (ნაცვლად 50 ათასისა) შემცირება ითვლება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

      (კანონპროექტით გადასახადისათვის თავის არიდების მუხლის მიზნებისთვის, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება 500 ათას ლარს (ნაცვლად 50 ათასისა), ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - როდესაც თანხა აღემატება 850 ათას ლარს (ნაცვლად 100 ათასისა)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ #07-3/37, 17.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი ეხება დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხს, კერძოდ, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 200 ათას ლარს (ნაცვლად 100 ათასი ლარისა), ვალდებულია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს. შესაბამისი ცვლილება აისახება რეგისტრაციის გაუქმების მარეგულირებელ მუხლშიც)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ #07-3/38, 17.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 200 ათას ლარს (ნაცვლად 100 ათასი ლარისა). შესაბამისი ცვლილება შედის მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ ნორმებშიც)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ #07-3/39, 17.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული-სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე-97-ე ჯგუფების შესაბამისი 1000 ლარამდე (ნაცვლად 300 ლარისა) ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ #07-3/40, 17.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 90 ათას ლარს (ნაცვლად 30 ათასი ლარისა)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ #07-3/41, 17.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება; ცვლილების მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი (მოხსნილია საკუთრებაში ყოფნის 2 წლიანი შეზღუდვა), აგრეთვე საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი (მოხსნილია 6-თვიანი შეზღუდვა) და აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი (მოხსნილია საკუთრებაში ყოფნის 2 წლიანი შეზღუდვა)

17.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

18.    საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“ (#07-3/43, 21.03.2017)

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

         (წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტებს, აღნიშნული ქმედებების დაგმობასა და საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს ოკუპირებული ტერიტორიის საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვისა და საერთაშორისო მედიასთან აქტიური მუშაობის კუთხით)

19.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“ (#739, 23.01.2017).      

            (მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები სერგო რატიანი და ოთარ კახიძე)