empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 20 მარტის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2017 წლის  22-24 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი 

კენჭსაყრელი  საკითხი 

         საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/34, 12.01.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირეიბის საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი (აქამდე აღნიშნული საკითხი დარეგულირებული იყო კანონქვემდებარე აქტით). კანონს ემატება დანართი, რომელიც სხვადასხვა ბუნებრივ რესურსთან მიმართებაში ადგენს რეგულირების საფასურის ოდენობებს. გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის წესი)

        განსახილველი  საკითხები:      

1.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების (N07-2/19, 14.12.2016) რატიფიცირების თაობაზე“

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირმა ქავთარაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

2.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/13, 24.01.2017), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

         (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის და ახლებურად ყალიბდება პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს წევრების არჩევის წესი. მათ შორის იცვლება კენჭისყრის მონაცემები, კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის  უმრავლესობით (ნაცვლად სრული შემადგენლობის 2/3-ისა). გარდა ამისა, შესაბამისი ცვლილება შედის სხვა პუნქტებშიც)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/30, 30.12.2016), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი ცვლილება ეხება ელექტრონული ტენდერის გამოცხადების ვადებს, კერძოდ, აღარ იარსებებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადებისა და მასში წინადადების წარდგენის ვადა მოქმედი რედაქციით მხოლოდ 3 სამუშაო დღეა, და დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადების ვადებიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე; იცვლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის წესიც: თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეიტანს ცვლილებებს სატენდერო პირობებში, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გახანგრძლივდება იმ ვადით, რა ვადაც გასულია ტენდერის გამოცხადებიდან ცვლილების განხორციელებამდე; პრეტენდენტს შეეძლება შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუ დაირღვა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესები და ამავდროულად შეილახა მისი უფლებები; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენისთვის დგინდება საფასური, რომელიც იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა; კანონში ხორციელდება ასევე ტექნიკური ცვლილებები)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/36, 26.01.2017), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და დავით ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (წარმოდგენილი პროექტის მიხედვით „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი არ გავრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მეზღვაურთა დასაქმების მიზნით საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართვლოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ (#07-2/501, 10.06.2016), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად ახლებურად გაიწერა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი, მისი მიზნები, ამოცანები და საქმიანობა. ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა საზოგადოების უფლებამოსილებები. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელმწიფოსთან ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების რეგულირებას, მათ შორის დაკონკრეტდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროები. დაზუსტდა მთელი რიგი რეგულაციები. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით განისაზღვრა „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის თავისებურებები. დადგინდა, რომ ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჟენევის კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში დამცავი ფუნქციით განმასხვავებელი ფუნქციით. გაიწერა ემბლების  დამცავი ფუნქციით გამოყენებისა და ემბლემის განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენების პირობები და უფლებამოსილი პირები. ჩამოყალიბდა აგრეთვე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის საზოგადოების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მიერ ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენების შემთხვევები. განისაზღვრა, რომ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის და წითელი კრისტალის ემბლემისა და სახელწოდებების ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს კანონი „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (აღნიშნული კანონის პროექტის შესაბამისად განისაზღვრა პასუხისმგებლობა წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების, ასევე სახელწოდებების „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და  „წითელი კრისტალი“ იმიტაციისა და უკანონო გამოყენებისათვის. გათვალისწინებულია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ხოლო ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები. გარდა ამისა, ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. პროექტის შესაბამისად, აღნიშნული საქმე განიხილება – 7 დღის ვადაში)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტის შესაბამისად, დაზუსტდა მუხლის კონკრეტული დეფინიცია, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევისთვის სახელმწიფოთაშორისი ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კერძოდ ჩამონათვალს დაემატა ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებულ ერთ-ერთი დაცვითი ნიშნის - წითელი კრისტალის არასათანადოდ გამოყენებაც, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება)

9.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/14, 25.01.2017), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისათვის“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

         (წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ქვეყნისათვის სტრატეგიულ ობიექტებთან ან სტრატეგიულ მიმართულებებთან არსებულ კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებით, ფაქტების გამოკვლევისა (მათ შორის კომერციული საიდუმლოების) და შესაბამისი რეაგირების მიზნით, პარლამენტში იქმნება ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნის, მისი ფორმირების წესი და პროცედურები, აგრეთვე მუშაობის თავისებურებები. ამასთან, ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს, რომლებსაც პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარუდგენს პარლამენტის ბიუროს)

10.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/17, 02.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ქანთარიას, აკაკი ზოიძის, ლერი ხაბელოვის, შოთა ხაბარელის, კობა კობალაძის, ლევან კობერიძის, კარლო კოპალიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებს ემატება 12 აგვისტო - საქართველოს დიადი გამარჯვების დღე. აქვე საქართველოს მთავრობას ევალება მოამზადოს და დაამტკიცოს საქართველოს დიადი გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა)

11.    საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“ (#07-3/12, 20.01.2017)

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: რომან გოცირიძის, სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას, თინათინ ბოკუჩავას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (რეზოლუციის პროექტში ასახულია, საქართველოს პარლამენტის პოზიცია (მთელ რიგ საკითხებზე დაყრდნობით) საქართველოს ხელისუფლებასა და ბუნებრივი აირის მწარმოებელ უმსხვილეს რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. ამასთან, რეზოლუცია ითვალისწინებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით)

12.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

13.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“ (#739, 23.01.2017).      

            (მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები სერგო რატიანი და ოთარ კახიძე)