empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 7 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

  

საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 6 დეკემბრის 12 საათიდან მოწვეული 7 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი     

 I  განსახილველი და კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/149, 22.11.2017), II-III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი,  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით ხდება რამდენიმე სამინისტროს სტრუქტურული და ფუნქციური რეორგანიზაცია (ლიკვიდაცია, გაერთიანება, შერწყმა), კერძოდ, იქმნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება და ეს სფერო უერთდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; ამავე სამინისტროს უერთდება ბუნებრივი რესურსების მიმართულებაც; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროდან სპორტის სფერო გადადის კულტურის სამინისტროში და ეწოდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო ახალგაზრდობის სფერო მიეკუთვნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციას. გარდა ამისა, უქმდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და მისი ფუნქცია გადაეცემა პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. გარდამავალი დებულებებით რეგულირდება უფლებამონაცვლეობისა და საბიუჯეტო ასიგნებებთან დაკავშირებული საკითხები)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (ნაცვლად შსს–ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსი). აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებას და სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას; კანონპროექტის მიხედვით სამსახურის მმართველობის სფეროში შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო; კანონპროექტით განისაზღვრება სამსახურის სტატუსი, სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურში გავლის წესი; აგრეთვე სამსახურის მოსამსახურეთა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიები, მათი დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები; კანონპროექტით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრეთვე განისაზღვრება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლედ შესაბამის საკითხებში. გათვალისწინებულია მთელი რიგი რეგულაციები გარდამავალი პერიოდისთვის)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები იქნებიან ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობა (ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსი). ამასთან, კანონიდან ხდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან დაკავშირებული მთელი რიგი დებულებების ამოღება, როგორიცაა: საბჭოს დანიშნულება და მისი უფლებამოსილებები, შემადგენლობა, საბჭოს სხდომა, საბჭოს მდივნის უფლებამოსილება, საბჭოს აპარატი და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი და მისი უფლებამოსილება)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით ხდება სამინისტროს სახელწოდების ცვლილება, კერძოდ შესაბამის მუხლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნაცვლად გათვალისწინებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტით ხდება სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება ეროვნული კინოცენტრის სამართლებრივი სტატუსის და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრის, აგრეთვე პროფესიული თეატრების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების მარეგულირებელ ნორმებში, და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (ან საქართველოს კულტურის სამინისტროს) ნაცვლად მიეთითება კულტურისა და სპორტის სამინისტრო)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად, შესაბამის მუხლებში ხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი  ჩანაცვლება)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად, შესაბამის მუხლებში ხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი/მინისტრით  ჩანაცვლება)

8.      საქართველოს კანონის პროექტი საბიბლიოთეკო საქმის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად, შესაბამის მუხლებში ხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი/მინისტრით  ჩანაცვლება)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად, შესაბამის მუხლებში ხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი/მინისტრით  ჩანაცვლება. გარდა ამისა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2018 წლის 1 იანვრისა) უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტების ხელახალი რეგისტრაცია)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად, ხდება შესაბამის ნორმებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი)

11.    საქართველოს კანონის პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით შესაბამის მუხლებში ნაცვლად საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოებისა, ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსი, წარმოდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების მიზნით, თავის სისტემაში შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის ნორმებში, რომლებიც ეხება სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, აისახა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ნაცვლად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსი)

13.    საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით შესაბამის მუხლებში ხდება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

         (კანონპროექტით იმ მუხლებში, რომელიც არეგულირებს სპორტის მიმართულებას, ხდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი/მინისტრით)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად, შესაბამის მუხლში, რომელიც არეგულირებს ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (თანამდებობის პირის) ნაცვლად მითითებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოზე (თანამდებობის პირზე)

16.    საქართველოს კანონის პროექტი კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით შესაბამის მუხლებში ხდება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად, ხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი)

18.    საქართველოს კანონის პროექტი სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას განახორციელებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სამსახური (ნაცვლად საქართველოს კულტურის სამინისტროსი)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროეეტის მიხედვით ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების სისტემების (ნაცვლად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემების) თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებითსხვა პირები)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად შესაბამის მუხლებში, რომლებიც ეხება მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესსა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების წესს, აგრეთვე  დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებთან დაკავშირებულ ტექნიკურ რეგლამენტს, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი)

21.    საქართველოს კანონის პროექტი დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

         (პროექტის თანახმად მუხლში, რომელიც ჩამოთვლის დაზღვევის სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭს შემადგენლობას, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი)

22.    საქართველოს კანონის პროექტი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, სახდელის დადების საკითხებს, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად შესაბამის რეგულაციებში, რომლებიც ეხება ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირებას, მასალის წარმოებაზე ზედამხედველობას, აგრეთვე სხვადასხვა სამართლებრივი აქტების გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (მინისტრის) ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი (მინისტრით)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად შესაბამის რეგულაციებში, რომლებიც ეხება სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნასა და სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესს, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (მინისტრის) ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი (მინისტრით)

25.    საქართველოს კანონის პროექტი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის თანახმად შესაბამის მუხლში, რომელიც ეხება ვეტერინარული სამსახურებისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის წესის დამტკიცებას, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრით)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება მიწების მელიორაციის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით შესაბამის მუხლებში ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროთი/მინისტრით)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის განხორციელებას, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით შესაბამის მუხლებში ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი/მინისტრით)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლებში, რომელიც ეხება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკია განხოერციელების, სამინისტროს უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამართლებრივ სტატუსს, კონტროლსა და სხვა საკითხებს, ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი/მინისტრით)

31.    საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განისაზღვრა, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ნაცვლად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მინისტრი) ჩანაცვლდასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი (მინისტრით)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით, ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება ეკისრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ნაცვლად ენერგეტიკის სამინისტროსი); ამასთან, ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას დაამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

35.    საქართველოს კანონის პროექტი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა  

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

37.    საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

         (პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

39.    საქართველოს კანონის პროექტი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შედგენას, ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

40.    საქართველოს კანონის პროექტი სამხედრო პოლიციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება სამხედრო პოლიციის ვალდებულებას, ითანამშრომლოს სხვა უწყებებთან, ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

41.    საქართველოს კანონის პროექტი ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, კანონში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროთი)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

         (პროექტის მიხედვით, კანონში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლდება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სამინისტროთი. ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო სააგენტო იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს (ნაცვლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს) სისტემაში)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

         (პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს, რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტების აღრიცხვას, გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას და სანებართვო პორობების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის   სამინისტროთი)

44.    საქართველოს კანონის პროექტი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში, რომელიც ეხება მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის და ტექნიკოსის უფლება-მოვალეობებს და მათ მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირებას, ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

45.    საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ასევე ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ნაცვლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი)

46.    საქართველოს კანონის პროექტი თბილისის ეროვნული პარკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება თბილისის ეროვნული პარკის მართვაში სხვა უწყებების მონაწილეობას, ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროთი)

47.    საქართველოს კანონის პროექტი ბორჯომ-ხარაგაულის  დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება თბილისის ეროვნული პარკის მართვაში სხვა უწყებების მონაწილეობას, ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

48.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II-III მოსმენა

         (პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების ორგანოებს, ხდება მითითება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ნაცვლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტზე)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო (ნაცვლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი). ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საექსპერტო კომისია შეიქმნება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

         (პროექტის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების დეფიციაციაში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (მინისტრის) ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი (მინისტრით)

51.    საქართველოს კანონის პროექტი დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციაში, რომელიც ეხება დაცული ტერიტორიების მართვაში სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობას, ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროთი)

52.    საქართველოს კანონის პროექტი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრა, რომ ეს კანონი ასევე ვრცელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - გარემოს ეროვნულ სააგენტოზე. ამასთან, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირისგარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლონავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაშისაჯარო სამართლის იურიდიული პირისნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით)

55.    საქართველოს კანონის პროექტი ტყის ფონდის მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით, იმ მუხლებში, რომლებიც ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ეროვნულ სატყეო სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს/მინისტრის ნაცვლად მიეთითება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო/მინისტრი)

56.    საქართველოს კანონის პროექტი „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტით, შესაბამისი ნორმიდან ხდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ერთერთ ბრძანებაზე მითითების ამოღება, ვინაიდან ეს ბრძანება ძალადაკარგულია)

57.    საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე აკრძალული იქნება. სასარგებლო   წიაღისეულის   მოპოვების   ლიცენზიის   ფორმას   დაამტკიცებს საქართველოს   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   მინისტრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილებასასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ)

58.    საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ნაცვლად განისაზღვრა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო)

59.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, კანონს ემატება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც: საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჰაერო გადამზიდველი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდულ პირსსაქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიაწოდოს მგზავრის წინასწარი მონაცემები და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები. აღნიშნული მონაცემების ნუსხა, მათი მიწოდების, დამუშავების, შენახვის, გაცემის, დეპერსონალიზაციის და განადგურების წესი და პირობები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით)

60.    საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სსიპსაქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი გადადის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში. აღნიშნული ცვლილება აისახება კანონის შესაბამის მუხლებში)

61.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციების უზრუნველსაყოფად და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო მატერიალური რეზერვებიდან მატერიალურ-ტექნიკური, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფის შესახებ)

62.    საქართველოს კანონის პროექტი მობილიზაციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონის შესაბამის მუხლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ნაცვლად მითითება კეთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზესაქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტზე)

63.    საქართველოს კანონის პროექტი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილების, შემცირებისა და ლიკვიდაციის სამუშაოების კოორდინაცია ევალება  საქართველოს მთავრობას ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსი)

64.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონის პროექტის შესაბამისად დაზუსტდა საგანგებო სიტუაციებზე პოლიციის უფლებამოსილება, კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიციის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას მონაწილეობის მიღება)

65.    საქართველოს კანონის პროექტი „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონის პროექტის შესაბამისად დაზუსტდა, რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას. კერძოდ, ჩანაწერიდან ხდება მითითების ამოღება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოზე)

66.    საქართველოს კანონის პროექტი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II-III მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების მინიჭების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება დასაშვებია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით (ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეკომენდაციისა), ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში)

67.    საქართველოს კანონის პროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით, თუ უფლებამოსილ ორგანოს ექნება სერიოზული საფუძველი, რომ თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს მთავრობას, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსი)

68.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვის წესებს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსი)

69.    საქართველოს კანონის პროექტი წყლის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით ხდება სამინისტროების სახელწოდებების ცვლილება მათი ფუნქციებთან დაკავშირებულ მუხლებში. კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება ჩანაცვლდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს/მინისტრის ნაცვლად მიეთითება შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე/მინისტრზე)

70.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(პროექტის შესაბამისად, იცვლება სამინისტროების სახელწოდებები, კერძოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართებაში); ხოლო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთიეთება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. გარდა ამისა, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ასევე თავისუფლდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიწიაღის ეროვნული სააგენტო წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე)

71.    საქართველოს კანონის პროექტი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდეგენილი ცვლილებით, კანონის შესაბამის მუხლებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს/მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროთი/მინისტრით)

72.    საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით,კანონის შესაბამის მუხლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ნაცვლად, მითითება გაკეთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე.  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ნაცვლად მიეთითება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე. გარდა ამისა, ხდება  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

73.    საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტით სამინისტრო განისაზღვრა როგორცსაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნაცვლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი. ანალოგიური ცვლილება განხორციელდა მინისტრის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, შესაბამისი ჩანაწერიდან ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამოღება)

74.    საქართველოს კანონის პროექტი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების  ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი

75.    საქართველოს კანონის პროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ხდება  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

76.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლის განმახორციელებელთა ჩამონათვალიდან (ასევე სხვა რეგულაციიდან) ხდება საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს ამოღება, ამასთან შესაბამის ნორმებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო)

77.    საქართველოს კანონის პროექტი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (მინისტრის) ნაცვლად განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მინისტრი), გარდა ამისა, შესაბამისი რეგულაციიდან ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამოღება)

78.    საქართველოს კანონის პროექტი ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონის პროექტის მიხედვით შესაბამის მუხლებში (მათ შორის ლიცენზიის ფორმაში) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების/მინისტრის  ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროთი/მინისტრით)

79.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონში ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების  ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი. ამასთანგამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივი რესურსების - სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით ფუნქციები გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგამონაკლისო წესში ნავთობსა და გაზთან ერთად მითითება კეთდება ასევე სასარგებლო წიაღისეულზე (სასარგებლო წიარაისეულის სფერო გამოდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან)

80.    საქართველოს კანონის პროექტი ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის რეგულაციებში არსებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდება ჩანაცვლდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით, ასევე, ხდება ჩანაცვლება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი, ხოლო  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდებების ნაცვლად მიეთითება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო)

81.    საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანოის პროექტის მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (მინისტრის) ნაცვლად განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მინისტრი), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნაცვლად საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო)

82.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით კოდექსში არსებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდება ჩანაცვლდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით, ასევე, ხდება ჩანაცვლება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდებების და მათ ნაცვლად მიეთითება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანოს უფლება ექნება ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას)

83.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროეტის მიხედვით, არსებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდება ჩანაცვლდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით, ასევე, ხდება ჩანაცვლება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელწოდებისა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდებით)

84.    საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხდება ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი. აგრეთვესაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდებების ნაცვლად  მიეთითება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. გარდა ამისა, კანონის ტექსტიდან ხდება საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახელწოდებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანსა და საბჭოს აპარატის შესახებ ჩანაწერების ამოღება)

85.    საქართველოს კანონის პროექტი „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის ნორმებში ხდება საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ამოღება, ამასთან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნაცვლად გათვალისწინებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო)

86.    საქართველოს კანონის პროექტი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონში ხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი. აგრეთვეკანონის ტექსტიდან ხორციელდება საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახელწოდების  ჩანაწერის ამოღება, ვინაიდან აღნიშნული შეუერთდა საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ასევე დგინდება, რომ სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ის მოსამსახურეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური წვევამდელს ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად)

87.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, ეს კანონი არ გავრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე; გარდა ამისა, შესაბამის მუხლებში ხდება სამინისტროს სახელწოდების ცვლილება სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთან მიმართებაში, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან მიმართებაში)

88.    საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვიდან ხდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ამოღება)

89.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ტერმინშითანამდებობის პირიაღარ მოიაზრებიან - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებშისახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, ასევე საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები)

90.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით, კანონს ემატება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური წოდებები, აღნიშნული სამსახურის სისტემის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ დაემატება სიტყვებისამოქალაქო უსაფრთხოების“. კანონიდან ხდება დაზვერვის სამსახურის სპეციალური წოდებების ამოღება)

91.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებისსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსზე და მის მოადგილეებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება გავრცელდება თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ იქნება დადგენილი. კანონიდან ხდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურზე მითითების ამოღება)

92.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(ცვლილებით კანონის შესაბამისი მუხლიდან (კომპენსაციით უზრუნველყოფა) ხდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოზე მითითების ამოღება, ხოლო წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების მუხლში არსებულ სახელმწიფო ორგანოების ჩამონათვალს ემატება დაზვერვის სამსახური, რათა ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი რეგულაცია გავრცელდეს ასევე დაზვერვის სამსახურის ყოფილ მოსამსახურეებზე)

93.    საქართველოს კანონის პროექტი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროექტით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იცვლება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო  შეიცვლება  - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპებისსამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს  ემატება აგრეთვე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობასაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იცვლება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

94.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონპროეტის მიხედვით, საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემის შუამდგომლობის განმხილველ და დასკვნის გამცემ, ასევე უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად გემის შემოსვლამდე გემის მფლობელი ქვეყნის შუამდგომლობის განმხილველ და დასკვნის წარმდგენ უწყებად განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეკომენდაციისა. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელწოდებები ჩანაცვლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი)

95.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(განისაზღვრება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ პირთათვის ნამსახურობაში გასათვალისწინებელი უწყებების ჩამონათვალი; დგინდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის და მისი ოჯახის წევრის მიერ კომპენსაციის მიღების პირობები; საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს უნარჩუნდებათ კომპენსაციის მიღების უფლება)

96.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა  

(წარმოდგენილი ცვლილებით კოდექსის შესაბამის მუხლებში ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთი/მინისტრით, ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჩანაცვლება კულტურისა და სპორტის სამინისტროთი. ნაცვლად ენერგეტიკის სამინისტროსი განისაზღვრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ასევე ცვლილება შედის ნორმებში, რომლითაც შესაძლებელი ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის გათვალისწინებულია დებულება, რომ გარკვეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლო განიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის წარდგინების საფუძველზე)

97.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების განმხილველი ორგანოების მარეგულირებელ ნორმაში იცვლება სამინისტროს სახელწოდება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამასთან, ამავე მუხლებში ხდება შესაბამის მატერიალურ ნორმებზე მითითების კორექტირება გამომდინარე სამინისტროებს შორის ფუნქციური გადანაწილებიდან)

98.    საქართველოს კანონის პროექტი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II-III მოსმენა

(კანონიდან ხდება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებული დებულების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული დეპარტამენტი აღარ არსებობს)

99.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშიადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“, II-III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასეთ შემთხვევაში სათანადო ხელშეკრულება ასევე შეიძლება დაიდოს მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას შორის)

                             (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)