empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 22 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

    

 საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 22-23 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

       I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/27, 16.03.2017), I მოსმენა    

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით (ნაცვლად20 პროცენტისა), თუ „საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/42, 21.03.2017), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება სასჯელების ლიბერალიზაცია ეკონომიკური სახის მთელ რიგ დანაშაულებთან მიმართებაში, კერძოდ, სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთა ზოგიერთ დანაშაულთან დაკავშირებით იცვლება შინაპატიმრობით, ან ხდება თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირება. გარდა ამისა, ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მომხმარებლის მოტყუებისათვის)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია ცალკეული ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის ლიბერალიზაცია. აღნიშნული ცვლილების ამოქმედება გათვალისწინებულია 2017 წლის 1 ივლისიდან)

4.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/91, 05.10.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების რომან კაკულიას და ლევან კობერიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები რომან კაკულია და ლევან კობერიძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან შესაბამისი სუბიექტების მიერ კანონის პროექტის განხილვის კონკრეტული ვადები, კერძოდ ისინი არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 25 დღისა (ნაცვლად 14 დღისა), ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. ამასთან, წამყვანი კომიტეტი კომიტეტის სხდომას იწვევს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 30  დღისა (ნაცვლად 3 კვირისა). გარდა ამისა, ცვლილების შესაბამისად დაუშვებელია დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ (#07-2/84, 01.06.2017),  II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. კანონპროექტის მიხედვით, შრომის უსაფრთხოება გულისხმობს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ პირთა სიცოცხლის,ჯანმრთელობისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების დაცვის სისტემას, რომელიც ქმნის პირობებს ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობისათვის და რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სხვა ღონისძიებებს; გათვალისწინებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობის სავალდებულო რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის სახეობები და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონის დარღვევისათვის; გარდამავალი დებულებით განისაზღვრება კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კოდექსიდან ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს შრომის კანონმდებლოსა და შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას; აღნიშნული საკითხები მიწესრიგებულია პაკეტით წარმოდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტით)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესები შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევისათვის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვისა და სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის შესახებ განჩინების გასაჩივრების საკითხები)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით, თუ ობიექტი იმავდროულად წარმოადგენს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის რეგულირების სფეროს, ობიექტზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები აგრეთვე განისაზღვრება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობის შემოწმებისათვის მოსამართლის ბრძანების აუცილებლობა არ გავრცელდება შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შესრულების შემოწმების შემთხვევაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ)

10.    საქართველოს კანონის პროექტი სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ (#07-2/167, 25.01.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი არეგულირებს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს. სამხედრო სარეზერვო სამსახური იქნება ორი სახის: აქტიური სარეზერვო სამსახური და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური. კანონის პროექტით განისაზღვრება აქტიური სარეზერვო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის პირობები, რეზერვის დაკომპლექტების წესი, შესაბამის პირთა ზღვრული ასაკი, სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები; დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები (დელეგირებული უფლებამოსილებები) ამ სფეროში; გათვალისწინებულია სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების საკითხი; კანონპროექტი შეიცავს შესაბამის გარდამავალ დებულებებს)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან ხდება საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებისა და ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმების დამტკიცების ფუნქციის ამოღება; საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებში ემატება საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის და სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის დამტკიცება, მობილიზაციის სფეროში სამართლებრივი აქტების გამოცემა და აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედების მოქმედების უზრუნველყოფა მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში. გარდა ამისა, სწორდება ტექნიკური ხარვეზი და მიეთითება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე (გაერთიანებული შტაბის ნაცვლად)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა

(კანონპროექტით მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლის ასაკამდე (ნაცვლად 50 წლისა). სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის (რეზერვისტის) აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების და სარეზერვო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად სამობილიზაციო რეზერვისთვის დადგენილი წესით. აღნიშნული პირები არ დაექვემდებარებიან საბრძოლო მოქმედების გავლას. გარდა ამისა, შესაბამის მუხლში სტიქიური უბედურებების და ავარიების ნაცვლად გამოიყენება ტერმინი ბუნებრივი და ტექნოგენური მდგომარეობა)

13.    საქართველოს კანონის პროექტი მობილიზაციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ხდება რეზერვთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, ვინაიდან იგი რეგულირდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონით; ცვლილების მიხედვით ტერმინ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი გამოძახება. გამოძახებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებად (დელეგირებული)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა 

         (წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით რეზერვისტები იყოფიან აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვისტებად. გარდა ამისა, სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონში კეთდება მითითება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის შესაბამის მუხლში ხდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება ნაცვლად „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონისა)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში მოხელეს შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება)

17.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილი იქნება ეკავოს თანამდებობა და შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო სამხედრო ძალების რეზერვში)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული  სამხედრო მოსამსახურის და სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების გადავადება მოხდება საომარი მდგომარეობის აღსრულებამდე. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა შესაძლებელი იქნება საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისთვის, სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში – მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრიბის გამოყენებისას)

19.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,  II მოსმენა

(კოდექსის შესაბამის მუხლში ხდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება ნაცვლად „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონისა)

 

        II     განსახილველი  საკითხები:

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/117, 21.12.2017), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) უფლებამოსილებებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, გათვალისწინებულია მისი კომპეტენზია, საქმიანობის თავისებურებანი და დამოუკიდებლობის გარანტიები, აგრეთვე განისაზღვრება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც. სასამართლოს შესაბამისი მოხელეს (მაგისტრს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. ზუსტდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი და პირობები. ასევე ზუსტდება მოსამართლის შვებულებასთან დაკავშირებული მითითებითი ნორმა. პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის ამოქმედებისთანავე საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეები (მაგისტრები) იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეების (მაგისტრების) დანიშვნამდე, რომლებიც უნდა დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან  6 თვის ვადაში)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, დაზუსტდა, თუ რომელ საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ესაბამისი მოხელე (მაგისტრი) და რა შემთხვევაში. ამასთან, კანონს ემატება რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) განსჯად სამოქალაქო საქმეებს და მათი გასაჩივრების წესთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. განისაზღვრება შესაბამისი სარჩელის სახეები, რომლებიც სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პროექტის მიხედვით, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. სარჩელი (განცხადება) შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც, ელექტრონული საქმისწარმოების წესს განისაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დაზუსტდა სარჩელის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ელექტრონული ფორმით წარდგენასთან დაკავშირებული თავისებურებები. დაკონკრეტდა ასევე სააპელაციო საჩივრის ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალები. განისაზღვრა შემთხვევები და პირობები, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. პროექტს ახლავს შესაბამისი გარდამავალი რეგულაცია)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით, საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით. გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვაში პაციენტის/მსჯავრდებულის მონაწილეობა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთან, დაზუსტდა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) და პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი. პროექტის მიხედვით, დაკონკრეტდა იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შეიძლება განიხილოს ერთპიროვნულად, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე)

                               (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) 

4.      საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/94, 14.06.2017),  II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

         (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობის და კოორდინატების დაზუსტება)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ცვლილებით ზუსტდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ბუნების ძეგლის ფართობი და კოორდინატები, კერძოდ, ცვლილება შეეხება ბალდის კანიონის, ონიორის ჩანჩქერის და ტობის პირველი მღვიმის, აგრეთვე ტობის ჩანჩქერის და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის, ჯორწყუს მღვიმის, ოჩხომურის ჩანჩქერის, მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლებს. კანონიდან ხდება მოთენას მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლის ამოღება. გარდა ამისა, ზუსტდება ასევე ჩხოროწყუს, წალკის, თეთრიწყაროს, ტყიბულის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ძეგლის ფართობები და კოორდინატები)

6.      საქართველოს კანონის პროექტი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (ცვლილებით იმერეთის მღვიმეების ბუნების ძეგლებიდან ხდება ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლის ამოღება. გარდა ამისა, ზუსტდება სათაფლიის აღკვეთილის ფართობი და კოორდინატები, განისაზღვრება იმერეთის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეების კოორდინატები)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონპროექტით ზუსტდება თბილისის ეროვნული პარკის ფართობი და კოორდინატები (პარკის საზღვრებიდან ხდება ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის და სოფ.კევლიანთან მდებარე ბნელი საყდრის ტერიტორიის გამოტანა)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/133, 05.10.2017),   II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

            (წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების პრევენციის, ასევე საზღვაო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეს დოკუმენტი უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ. პროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ რეგულაციებს, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მთავრობამ ზემოხსენებული დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს 2022 წლის პირველ სექტემბრამდე)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/80, 25.05.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

          (კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილი იქნება იგივე ქმედება განმეორებით, ან იგივე ქმედებისათვის დამრღვევის მიმართ ადრე გამოყენებული იქნა სიტყვიერი შენიშვნა; იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ასევე გულისხმობს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევასაც; გარემოს დაცვის სფეროში არსებული სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის ლიცენზიის გარეშე საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს განსჯად საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა შეიძლება იყოს 6 თვემდე (ნაცვლად 4 თვისა); გარემოს დაცვის სფეროში არსებულ მთელ რიგ სამართალდარღვევებთან მიმართებაში ხდება სანქციების ფიქსირებულად განსაზღვრა; გარემოს დაცვის სფეროში არსებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებში განისაზღვრება სანქციები სახდელის დაწესების შემდგომ კვლავ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის; ხდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის დადგენილი ნორმების ახლებურად განსაზღვრა; გარდა ამისა ხორციელდება ტექნიკური სახის ცვლილებები შესაბამის მუხლებშიც)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კოდექსს ემატება ახალი მუხლი და განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება არამხოლოდ წიაღით უკანონო სარგებლობისათვის, როდესაც დადგა მნიშვნელოვანი ზიანი, არამედ იმ შემთხვევებშიც, როცა ხდება წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ)

11.    საქართველოს კანონის პროექტი  „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, 2კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენით ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანების სამართალდარღვევას განიხილავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. გარდა ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ევალება შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ტექნიკური რეგლამენტის პროექტი – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ)

12.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/110, 08.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები რომან გოცირიძე და ნიკანორ მელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/103, 09.11.2017), I მოსმენა   

            (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, კონკრეტული ნორმიდან, სადაც განსაზღვრულია, რომ შესაბამისი გარემოების დადგომამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხდება ამოღება  ჩანაწერისა, რომლის მიხედვითაც - საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს უნდა შეადგენდეს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/105, 16.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)   

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით დაზუსტდა ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დეფინიცია, კერძოდ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა (ნაცვლად მხოლოდ - ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობისა)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/28, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ახლებურად ჩამოყალიბდა კონკრეტული რეგულაციები, კერძოდ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული (ნაცვლად 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებულისა) საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი, საკუთრებაში არსებული (ნაცვლად საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებულისა) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი და აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი (ნაცვლად 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტისა), გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შემთხვევებისა)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/29, 16.03.2017), I მოსმენა  

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება მოგების გადასახადის შემცირება 15%-დან 10%-მდე. გარდა ამისა, შესაბამის კონკრეტულ შემთხვევებში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.90-ზე (ნაცვლად 0.85-ისა) გაყოფის შედეგად) 

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/30, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ასევე ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების საიჯარო მომსახურებაზე, კერძოდ პროექტის შესაბამისად ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით (მათ შორის გაქირავებით) მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით. ამასთან, იმპორტის გადასახადისაგან, კონკრეტულ შემთხვევაში, გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 500 ლარამდე (ნაცვლად 300 ლარამდე) ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)    

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/31, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი კაპანაძე, ირაკლი აბესაძე, ოთარ კახიძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება კანონიდან მიკრო ბიზნესის ცნების და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოღება მთელ რიგ შესაბამის მუხლებში. ახლებურად განისაზღვრა მცირე ბიზნესთან დაკავშირებული ურთიერთობები. პროექტის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს, შესაბამისად კანონიდან ხდება სათანადო რეგულაციის ამოღება, გარდა ამისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში. პროექტიდან ხდება იმ რეგულაციის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესსა და პირობებს. პროექტის მიხედვით, შესაბამის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს ნაცვლად 100 000 ლარისა. გათვალისწინებულია შესაბამისი ტექნიკური სახის ცვლილებების შეტანა)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,  I მოსმენა     

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი დეფინიციებში მიკრო ბიზნესის ნაცვლად განისაზღვრება          მცირე ბიზნესი)      

20.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/32, 16.03.2017), I მოსმენა   

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;   თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება იმპორტის გადასახადის გაუქმება. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ცვლილებების შეტანას მთელ რიგ მუხლებში)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა    

         (წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შესაბამისი ნორმებიდან ხდება იმპორტის გადასახადთან დაკავშირებული რეგულაციების ამოღება)

22.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის შესაბამის მუხლში და ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

24.    საქართველოს კანონის პროექტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით კანონიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც განსაზღვრავს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანის გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისაგან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანაზე (იმპორტიზე) გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისაგან)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა     

(წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შესაბამისი ნორმებიდან ხდება იმპორტის გადასახადთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ნორმებთან)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა     

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციებიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)                 

28.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/33, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;    თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით კანონიდან ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს პროცენტის დაბეგვრის (მათ შორის არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები დაბეგვრას გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით) პირობებს გადასახადის წყაროსთან)      

29.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/34, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;    თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით იცვლება (მცირდება) კონკრეტული სახის საქონლის, (კერძოდ: ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა) და ნავთობპროდუქტები, ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები) აქციზით დაბეგვრის განაკვეთები)   

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)                        

30.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

31.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

32.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N10055, 15.06.2017).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანიოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი)

33.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)