empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 23 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგი 

       I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/27, 16.03.2017), I მოსმენა     

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით (ნაცვლად20 პროცენტისა), თუ „საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/42, 21.03.2017), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება სასჯელების ლიბერალიზაცია ეკონომიკური სახის მთელ რიგ დანაშაულებთან მიმართებაში, კერძოდ, სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთა ზოგიერთ დანაშაულთან დაკავშირებით იცვლება შინაპატიმრობით, ან ხდება თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირება. გარდა ამისა, ხდება იმ მუხლის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მომხმარებლის მოტყუებისათვის)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია ცალკეული ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის ლიბერალიზაცია. აღნიშნული ცვლილების ამოქმედება გათვალისწინებულია 2017 წლის 1 ივლისიდან)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/29, 16.03.2017), I მოსმენა   

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება მოგების გადასახადის შემცირება 15%-დან 10%-მდე. გარდა ამისა, შესაბამის კონკრეტულ შემთხვევებში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.90-ზე (ნაცვლად 0.85-ისა) გაყოფის შედეგად) 

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/30, 16.03.2017), I მოსმენა   

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ასევე ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების საიჯარო მომსახურებაზე, კერძოდ პროექტის შესაბამისად ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით (მათ შორის გაქირავებით) მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით. ამასთან, იმპორტის გადასახადისაგან, კონკრეტულ შემთხვევაში, გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 500 ლარამდე (ნაცვლად 300 ლარამდე) ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის)  

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/31, 16.03.2017), I მოსმენა  

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი კაპანაძე, ირაკლი აბესაძე, ოთარ კახიძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება კანონიდან მიკრო ბიზნესის ცნების და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოღება მთელ რიგ შესაბამის მუხლებში. ახლებურად განისაზღვრა მცირე ბიზნესთან დაკავშირებული ურთიერთობები. პროექტის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს, შესაბამისად კანონიდან ხდება სათანადო რეგულაციის ამოღება, გარდა ამისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში. პროექტიდან ხდება იმ რეგულაციის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესსა და პირობებს. პროექტის მიხედვით, შესაბამის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს ნაცვლად 100 000 ლარისა. გათვალისწინებულია შესაბამისი ტექნიკური სახის ცვლილებების შეტანა)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,  I მოსმენა    

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი დეფინიციებში მიკრო ბიზნესის ნაცვლად განისაზღვრება მცირე ბიზნესი)  

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/32, 16.03.2017), I მოსმენა   

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;   თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება იმპორტის გადასახადის გაუქმება. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ცვლილებების შეტანას მთელ რიგ მუხლებში)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

         (წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შესაბამისი ნორმებიდან ხდება იმპორტის გადასახადთან დაკავშირებული რეგულაციების ამოღება)

10.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის შესაბამის მუხლში და ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

12.    საქართველოს კანონის პროექტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით კანონიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც განსაზღვრავს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანის გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისაგან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანაზე (იმპორტიზე) გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისაგან)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა    

(წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შესაბამისი ნორმებიდან ხდება იმპორტის გადასახადთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ნორმებთან)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა   

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა 

(წარმოდგენილი კანონის პროექტით შესაბამისი რეგულაციებიდან ხდება იმპორტის გადასახადის ამოღება) 

16.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N10055, 15.06.2017).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: ელენე ხოშტარია, სერგო რატიანიოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი)

17.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/117, 21.12.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) უფლებამოსილებებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, გათვალისწინებულია მისი კომპეტენზია, საქმიანობის თავისებურებანი და დამოუკიდებლობის გარანტიები, აგრეთვე განისაზღვრება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც. სასამართლოს შესაბამისი მოხელეს (მაგისტრს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. ზუსტდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი და პირობები. ასევე ზუსტდება მოსამართლის შვებულებასთან დაკავშირებული მითითებითი ნორმა. პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის ამოქმედებისთანავე საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეები (მაგისტრები) იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეების (მაგისტრების) დანიშვნამდე, რომლებიც უნდა დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან  6 თვის ვადაში)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, დაზუსტდა, თუ რომელ საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ესაბამისი მოხელე (მაგისტრი) და რა შემთხვევაში. ამასთან, კანონს ემატება რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) განსჯად სამოქალაქო საქმეებს და მათი გასაჩივრების წესთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. განისაზღვრება შესაბამისი სარჩელის სახეები, რომლებიც სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პროექტის მიხედვით, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. სარჩელი (განცხადება) შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც, ელექტრონული საქმისწარმოების წესს განისაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დაზუსტდა სარჩელის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ელექტრონული ფორმით წარდგენასთან დაკავშირებული თავისებურებები. დაკონკრეტდა ასევე სააპელაციო საჩივრის ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალები. განისაზღვრა შემთხვევები და პირობები, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. პროექტს ახლავს შესაბამისი გარდამავალი რეგულაცია)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით, საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით. გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვაში პაციენტის/მსჯავრდებულის მონაწილეობა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთან, დაზუსტდა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) და პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი. პროექტის მიხედვით, დაკონკრეტდა იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შეიძლება განიხილოს ერთპიროვნულად, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე)

        II  განსახილველი  საკითხები: 

1.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ (N2845; 23.02.2018).

      (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე)

2.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“ (N2844; 23.02.2018)

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/34, 16.03.2017), I მოსმენა  

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი წერეთელი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი კანდელაკი;    თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით იცვლება (მცირდება) კონკრეტული სახის საქონლის, (კერძოდ: ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა) და ნავთობპროდუქტები, ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები) აქციზით დაბეგვრის განაკვეთები)   

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)                    

4.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/110, 08.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები რომან გოცირიძე და ნიკანორ მელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/105, 16.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)  

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით დაზუსტდა ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დეფინიცია, კერძოდ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა (ნაცვლად მხოლოდ - ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობისა)

6.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

7.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

8.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)