empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

  

საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 7 - 9 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი 

       I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/117, 21.12.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) უფლებამოსილებებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, გათვალისწინებულია მისი კომპეტენზია, საქმიანობის თავისებურებანი და დამოუკიდებლობის გარანტიები, აგრეთვე განისაზღვრება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც. სასამართლოს შესაბამისი მოხელეს (მაგისტრს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. ზუსტდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი და პირობები. ასევე ზუსტდება მოსამართლის შვებულებასთან დაკავშირებული მითითებითი ნორმა. პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის ამოქმედებისთანავე საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეები (მაგისტრები) იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეების (მაგისტრების) დანიშვნამდე, რომლებიც უნდა დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან  6 თვის ვადაში)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, დაზუსტდა, თუ რომელ საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ესაბამისი მოხელე (მაგისტრი) და რა შემთხვევაში. ამასთან, კანონს ემატება რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) განსჯად სამოქალაქო საქმეებს და მათი გასაჩივრების წესთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. განისაზღვრება შესაბამისი სარჩელის სახეები, რომლებიც სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პროექტის მიხედვით, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. სარჩელი (განცხადება) შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც, ელექტრონული საქმისწარმოების წესს განისაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დაზუსტდა სარჩელის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ელექტრონული ფორმით წარდგენასთან დაკავშირებული თავისებურებები. დაკონკრეტდა ასევე სააპელაციო საჩივრის ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალები. განისაზღვრა შემთხვევები და პირობები, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. პროექტს ახლავს შესაბამისი გარდამავალი რეგულაცია)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით, საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით. გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვაში პაციენტის/მსჯავრდებულის მონაწილეობა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთან, დაზუსტდა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) და პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი. პროექტის მიხედვით, დაკონკრეტდა იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შეიძლება განიხილოს ერთპიროვნულად, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე)

 

        II   განსახილველი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/69, 18.05.2017) III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონის პრეამბულიდან ხდება ტერმინის - „საპენსიო პაკეტი“ ამოღება. დაზუსტდა პენსიის განმარტება, კერძოდ ნაცვლად ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობისა, პროექტის მიხედვით პენსია არის პირისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული მხოლოდ ყოველთვიური ფულადი სარგებელი. შესაბამისი მიზნებისათვის იქმნება და კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. გარდა ამისა, პენსიის შეჩერების საფუძვლებს ასევე ემატება სხვა საფუძველი, თუ იგი გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განახლების საფუძველი შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/123, 13.09.2017),  III მოსმენა 

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, თუ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნუსხით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა. ამასთან გათვალისწინებულია მთელი რიგი შესაბამისი ნივთიერებების დამატება სიებში, რომლებიც ითვალისწინებენ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს; და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხას)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებსაქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ნივთიერებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას და განსაზღვრულიანარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა დაფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზეგაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით, ამასთან, კანონს გარდამავალი დებულებების სახით დაემატა დათქმა, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული დეფინიცია მოქმედებს შესაბამისი ნივთიერებების ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის №1 დანართში (ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული აშუალებები) ასახვამდე)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/68, 17.05.2017) II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს, ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე და დაცულ ტერიტორიებზე) ხეების მოჭრის და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე, ხოლო ამ პროცედურით მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ახორციელებს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო, და ეს რესურსი საწყობდება მათ მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, შესაბამის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტს განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი. ამასთან განისაზღვრა ცენტრთან კონკრეტული ქმედებების შეთანხმების პირობებიც)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/151, 30.11.2017), I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო აღარ განიხილავს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, თუმცა, ცვლილების მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ექნებათ ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. პროექტის შესაბამისად ზემოხსენებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ შედგება, თუმცა მისი ჩადენისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს (რომლის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი), რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. კოდექსს ემატება შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს ზემოხსენებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისი აღსრულების თავისებურებებს)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(რაიონული (საქალაქო) სასამართლო აღარ განიხილავს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, თუმცა, ცვლილების მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ექნებათ ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, ამასთან, ზემოხსენებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ შედგება)

7.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/112, 14.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი პროექტით ორგანული კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის მიხედვითაც პარტიები იღებენ საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთ არჩევნებზე - ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზეც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი ჰყავდა სულ მცირე 30%-ით. ამასთან, გარდამავალი დებულებით, ის პარტიები, რომლებიც 2017 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით იღებენ აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, შეუნარჩუნდებათ ამ დანამატის მიღების უფლება შესაბაიმსაი არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების ახალი ოდენობების განსაზღვრის დღის ჩათვლით)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/116, 21.12.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების მარიამ ჯაშის და გენადი მარგველაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები მარიამ ჯაში და გენადი მარგველაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით ზუსტდება მაუწყებლობის სფეროში არსებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის შემადგენლობა, კერძოდ, შესაბამის ნებართვაზე მითითება ამოდის იმ მუხლიდან, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/119, 29.12.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); კანონს დანართის სახით ემატება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი, რომელიც უნდა დაერთოს კანონპროექტს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

10.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); ამასთან, კანონპროექტს უნდა დაერთოს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი)

11.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/110, 08.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები რომან გოცირიძე და ნიკანორ მელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/105, 16.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)  

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით დაზუსტდა ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დეფინიცია, კერძოდ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა (ნაცვლად მხოლოდ - ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობისა)

13.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017). 

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

14.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

15.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)